მოედანზე პირველად, პლუს ახალი ტაქტიკით

მოედანზე პირველად, პლუს ახალი ტაქტიკით

„სექტემბრის სანაკრებო შესვენების დაძაბული გრაფიკი მწვრთნელებს მკვეთრი საკადრო ნაბიჯების გადადგმას აიძულებს. იმის თქმა, რომ უნგრეთთან შეხვედრაში უკრაინის ნაკრების თავკაცის ანდრეა მალდერას მიერ შერჩეული შემადგენლობა წინასწარ ადვილი მისახვედრი იყო არ შეიძლება, მაგრამ საქართველოსთან შეხვედრაში სრულ როტაციას ნამდვილად ვერავინ იწინასწარმეტყველებდა. თბილისში მოედანზე გავიდა თერთმეტეული რომლის წევრები სერიოზულ დონეზე მოედანზე ერთად პირველად იყვნენ. პლუს ისინი ახალი ტაქტიკური სქემით თამაშობდნენ. შედეგად, ამ ექსპერიმენტმა ლოგიკური რამ,  „ლურჯ-ყვითლების“ ცუდი პირველი ტაიმი მოიტანა. პირველ წუთებზე მალდერას გუნდმა შექმნა ერთი იმედისმომცემი მომენტი, როდესაც სიღრმიდან ჩაკიდებული ბურთს პანამარენკო გამოედევნა, მაგრამ ამას გაგრძელება არ მოჰყოლია. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, მარჯვნიდან ზუბკოვის დარტყმული სახიფათო მომენტზე მინიშნება უფრო იყო ვიდრე მომენტი“, – ასე იწყებს 28 სექტემბერს თბილისში გამართული ერთა ლიგის შეხვედრის აღწერას უკრაინული პორტალი  sport.ua, რომელიც წერილს იმით განაგრძობს, რომ სხვა მხრივ შეხვედრა მასპინძლების კარნახით მიმდინარეობდა, ხოლო მე-20 წუთზე უკრაინელ გულშემატკივარს შეეშინდა, როდესაც კარში ჩაკვეტაძემ დაარტყა. ამ ეპიზოდში ბურთი ტრუბინმა მოიგერია. საიტის აზრით ნათელი იყო, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.

sport.ua განაგრძობს: „შექმნილ ვითარებაზე მალდერას რეაქცია შესვენებისას ერთბაშად სამი ფეხბურთელის ცვლილება იყო. ცოტა ხანში მან მოედანზე კიდევ ერთი დასვენებული მოთამაშე შეიყვანა. შედეგად, ცენტრში ბურთს შედარებით უკეთ ვაკონტროლებდით, თუმცა შეხვედრის დამაგვირგვინებელ წუთებში მომენტები მაინც ტრუბინის კართან იქმნებოდა. ხვიჩამ მახვილი კუთხიდან შეამოწმა ჩენი მეკარე და ბოლოს ანატოლიმ კიდევ ერთი შორიდან დარტყმული ბურთი მოიგერია.

ამის პარალელურად უკრაინა თითქოს ცდილობდა ბურთის გათამაშებას მოწინააღმდეგის ნახევარზე, მაგრამ მწვავე გადაცემა იმდენად ცოტა ჰქონდა, რომ რომელიმე ეპიზოდზე ყურადღების გამახვილება არც ღირს. ეს შეხვედრა ჩვენი სამწვრთნელო შტაბისთვის მსჯელობის საგნად უნდა იქცეს, რადგან ასეთი უსახური თამაშით ხალხს საშინაო მატჩებზე ვერ შემოიტყუებ“.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.