საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე მატჩი გამართა, პირველი – ვილი სანიოლის გარეშე.
რამაზ სვანაძის ოფიციალური დებიუტი უგოლო გამოდგა. სვანაძემ ჩვენთვის კარგად ნაცნობი, ვილი სანიოლის, ტაქტიკით ითამაშა: ხუთი მცველი, სამი ნახევარმველი და ორი შემტევი – ვიტყვით რომ, ფრანგ სპეციალისტზე უკეთაც გამოუვიდა. ყოველ შემთხვევაში ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით, რაც ერთი ვარჯიშის შემხედვარე ცუდი არ ჩანს.
უკრაინას პირველ ტაიმში ვაჯობეთ: ბურთის ფლობაში, სახიფათო მომენტებში, კუთხურებში, კარში დარტყმებში… ერთია, ბოლო წამს რაღაც გვაკლდებოდა, სწორი გადაწყვეტილების მიღება გვიგვიანდებოდა…
მეტოქეს არც მეორე ტაიმში ჩამოვრჩებოდით, მაგრამ ჩვენმა შეტევებმა უფრო იკლო. უკრაინელთა შეცვლებმა ჩვენი ნახევარდაცვა დაღალა. სვანაძემ შეცვლებითვე უპასუხა – მიქაუტაძის კვერნაძით ჩანაცვლება ცოტა თამამი გადაწყვეტილება გვგონია. თუმცა, ვნახოთ; მერე მოედანზე მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა. თუმცა, მუხტმა უფრო იკლო, დაცვაში ყურადღებით კი ვთამაშობდით, მაგრამ ბოლოს მიზანი უკვე თამაშის არწაგება იყო.
ცოტა მეტი რისკი არ გვაწყენდა…
საქართველოს ნაკრებს ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა აქვს, ისევე როგორც უნგრეთს, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა. უკრაინელები და ჩრდილოეთ ირლანდიელები კი 4-4 ქულით ჯგუფის სათვეში არიან.
ჩვენი შემდეგ გაჩერება კი ბუდაპეშტია – უნგრეთის ნაკრებს 2 ოქტომბერს ვესტუმრებით…
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/09/2026 | 02:04სვანაძის უგოლო დებიუტი
მთავარი ამბავი27/09/2026 | 17:52რამაზ სვანაძე – იმედია, ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომ გულშემატკივარს გავახარებთ
სიახლეები26/09/2026 | 12:18სანიოლი სვანაძემ შეცვალა
სიახლეები26/09/2026 | 00:47სტარტი წაგებით…
