ჭდე: საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

Home საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
მარიამობას ესპანეთთან…
ჩანაწერი

მარიამობას ესპანეთთან…

ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმარული ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ კალენდარიც დადგინდა და გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე გამოსვლა მარამობის დღესასწაულზე ესპნაეთთან მატჩით დაიწყებს. შეგახსენეთ, რომ საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კვიპროსი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ბოსნია იქნებიან. მატჩები კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართება. საქართველოს ნაკრების კალენდარი 28 აგვისტო საქართველო-ესპანეთი 30 აგვისტო იტალია-საქართველო...

წილი ნაყარია – საქართველო კვიპროსზე
ჩანაწერი

წილი ნაყარია – საქართველო კვიპროსზე

ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და 24 ნაკრები ოთხ ჯგუფში განაწილდა. 2015 წლიდან ევროპირველობა ოთხ ქყვეყანაში ტარდება: თითო ჯგუფი თითო ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე 16 გუნდი გადის, რომლიც უკვე ერთ ქალაქში იკრიბება და ტურნირიც ფლეი ოფის სისტემით გრძელდება. ევრობასკეტ 2025-ის მონაწილე გუნდები ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსზე გადანაწილდნენ. ჩვენები კვიპროსზე ითამაშებენ....

მეტოქეები პარიზის გზაზე
ჩანაწერი

მეტოქეები პარიზის გზაზე

შვეიცარიაში გამართულმა წილისყრამ გაარკვია ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები. ჩვენი გუნდი ჯგუფის შეხვედრებს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, ჯგუფში ჩვენი ნაკრების მეტოქეები ლატვია და ფილიპინები იქნებიან. საქართველოს ჯგუფი: რიგა (ლატვია) A ჯგუფი: ლატვია, საქართველო, ფილიპინები. B ჯგუფი: ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი. სხვა ჯგუფი: ვალენსია (ესპანეთი) A ჯგუფი: ესპანეთი, ანგოლა, ლიბანი. B ჯგუფი: პოლონეთი, ფინეთი, ბაჰამის...

ზუროსის სია…
ჩანაწერი

ზუროსის სია…

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. პირველ ეტაპზე თბილისში ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართება, რომლის შედეგად ის 16 მოთამაშე შეირჩევა, რომელიც იტალიის ქალაქ ტრევიზოში გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება. თბილისში დაგეგმილი შეკრებისთვის მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და მისმა ასისტენტებმა 34 კალათბურთელი გამოიძახეს. გაფართოებულ სიაში არ არის ოთხი კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან. ესენი...

საქართველო მსოფლიო ჩემპიონტზე !!!
ჩანაწერი

საქართველო მსოფლიო ჩემპიონტზე !!!

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს! ილიას ზუროსის გუნდი შინ ისლანდიას დაუხვდა და ზუსტად იმ 3 ქულით წააგო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონტზე სათამაშოდ საკმარისი იყო – 77:80. სანერვიულო თამაში იყო, მაგრამ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდა. მხოლოდ ერთი მონაკვეთი იყო, როდესაც ილიას ზუროსის გუნდი 7 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ეს უპირატესობა ისლანდიელებმა პირველივე მეოთხედში გააბათილეს. სხვათა...

საქართველო ბევრს უშვებს
ჩანაწერი

საქართველო ბევრს უშვებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა „აკროპოლისის თასი“ თურქეთთან მატჩით გახსნა. ჩვენებს კარგი თამაში გამოუვიდათ შეტევაში, მაგრამ დაცვაში უამრავი შეცდომა დაუშვეს, მეტოქეს თავისუფლად უშვებდნენ და საბოლოოდ 88:101 დამარცხდნენ. ილიას ზუროსის გუნდმა პირველ მეოთხედში მცირე ხნით უპირატესობა მიიღო, ერთი პერიოდი 10 ქულითაც დაწინაურდა და მეოთხედი 6 ქულითაც მოიგო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან თურქებმა თამაში დაალაგეს, სადღაც შუაგულში ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო...

მათე-ბიჭი: ნაკრები იწყება თავისუფლებით
ჩანაწერი

მათე-ბიჭი: ნაკრები იწყება თავისუფლებით

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი მათე კაპანაძე 18 წლის არის. ვარჯიში ქუთაისში, მერაბ ნაცვლიშვილთან 9 წლის ასაკში დაიწყო, 2016 წელს კი, თბილისში ზაზას აკადემიაში გადავიდა, სადაც ზორან პენოსა და ირაკლი მაისურაძის ჯგუფში ვარჯიშობდა. მესამე წელიწადია უკვე „დინამოშია“ და საქართველოს სუპერლიგასაც გაუშინაურდა. ამას წინათ, თბილისში ჩატარებულ ევროჩელენჯზე ასასკობრივი ნაკრებიც დააჭაშნიკა, სადაც საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის,...

ცინცაძის პასი საუკეთესოა
ჩანაწერი

ცინცაძის პასი საუკეთესოა

გიორგი ცინცაძის გადაცემა, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილს ლიეტუვას ნაკრებთან მატჩისას გაუკეთა, ბოლო 10-წლეულის საუკეთესო პასად დასახელდა. გამოკითხვა ფიბას ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა და სულ ბოლო ეტაპზე ცინცაძემ არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოს აჯობა. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ შეჯიბრება სპორტული პრინციპით დაგეგმა და მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც ცინცაძის პასი სერბი დუშან ბულუტის ანალოგიურ ქმედებას დაუპირსპირდა. გამარჯვებული გულშემატკივრების ხმების მიხედვით უნდა გამოვლენილიყო. გიორგიმ...