ფიფას პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი ჰყავს

ფიფას პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატი ჰყავს

განცხადებების მიღება შეწყდა. ფიფას პრეზიდენტობის ოთხი მსურველი ჰყავს: ჯანი ინფანტინო, ფილიპ დიალო, რამონ ვეგა და კოზო ტაშიმა. არჩვენები 18 მარტს მაროკოს დედაქალაქ რაბათში გაიმართება.

რამონ ვეგა ყოფილი ფეხბურთელია

იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ კანდიდატებს სჭირდებათ ხუთი ფედერაციის მხარდაჭერა და ფეხბურთთან დაკავშირებულ სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სტაჟი.

როგორც ესპანური AS წერს, დღეისათვის მოქმედ პრეზიდენტ ინფანტინოს გამარჯვებისთვის საუკეთესო წინაპირობა აქვს. შვეიცარიელ ჩინოვნიკს მხარს უჭერენ აფრიკა, აზია, სამხრეთ ამერიკა და ოკეანია, ევროპა კი მისი მოწინააღმდეგეა.

უეფამ განცხადებების შეტანის ვადის ამოწურვამდე 48 საათით ადრე კანდიდატად ფრანგი ფილიპ დიალო წააყენა. დიალოს ამოცანაა უმოკლეს დროში მოიპოვოს სხვა კონფედერაციების მხარდაჭერა.

ტაშიმა იაპონიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია, ხოლო ვეგა შვეიცარიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. მათი კანდიდატურები ფიფას საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.