საბა საზონოვი ფაქტობრივად „ხეტაფეს“ ფეხბურთელია. კლუბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მაგრამ „მარკა“ წერს, რომ ქართველი მცველი მადრიდული კლუბის (ხეტაფე გეოგრაფიულად ესპანეთის დედაქალაქიდან 13 კილომეტრშია) ბაზაზე ვარჯიშობს. მას ამ კლუბში გადასვლამდე შარშანაც ცოტა დააკლდა. ესპანური გაზეთი აზუსტებს, რომ საზონოვი ხოსე ბორდალასის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. აქამდე ის „ტორინოში“ თამაშობდა, თუმცა ტურინში ტრავმებს კლუბთან პრობლემებიც...
Author: პაპუნა კედია (პაპუნა კედია)
ინფანტინომ უკან დაიხია!
ჯანი ინფანტინომ პროექტზე, რომელმაც მსოფლიო სკანდალი გამოიწვია უარი თქვა. მას უნდოდა დაეარსებინა ფიფას შვილობილი კომპანია (Fifa Forward Enterprise), რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს კერძო ინვესტორებს მიყიდდა, მაგრამ ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდა. უპირველესად ხმა აიმაღლა უეფამ. ევროპელ კოლეგებს კონკაკაფი აჰყვა. მათ თქვეს რომ ფიფას შეჯიბრებებს ბოიკოტს გამოუცხადებენ. ინფანტინო აპირებდა ხსენებული შვილობილი კომპანია 20.22 მილიარდ დოლარად შეეფასებინა და 20...
დინამო მუზეუმში
ერთიხანობა ვამბობდი, სანამ დროა თბილისის დინამო როგორც მოქმედი კლუბი გავაუქმოთ, ეროვნულ საგანძურად გამოვაცხადოთ და არსებობა მუზეუმში გააგრძელოს-მეთქი. წარმოიდგინეთ თანამედროვე მუზეუმი – თუნდაც დიღმის ბაზაზე – სადაც დაცული იქნებოდა ყველაფერი, რაც საბჭოთა პერიოდის ქართული ფეხბურთის დიდებასთან იყო დაკავშირებული. იქ იქნებოდა დარბაზი ვეებერთელა მონიტორით. იქ იქნებოდა შენახული დიდი ვარსკვლავების ინტერვიუები, ძველი თამაშების კადრები და თუ კიდევ არსებობს მთელი...
ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
ესპანური AS წერს, რომ მართალია „სევილიას“ მთავარი ამოცანა თავდამსხმელის ყიდვაა, ლუის გარსია პლასამ დირექტორატს ნახევარმცველიც შეუკვეთა. სერბი ნემანია გუდელის წასვლამ ნახევარდაცვის შუაში ახალი ფეხბურთელის მიყვანის საჭიროება გააჩინა. გაზეთის აზრით სევილიელებს ურჩევნიათ ისეთი მოთამაშე შეიძინონ, რომელიც ესპანურ ფეხბურთს კარგად იცნობს, ასეთი კი გიორგი ქოჩორაშვილია. ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიას ვერ შეეწყო. 27 წლის ნახევარმცველი ლისაბონის „სპორტინგში“ შარშან ამ...
რატომ სადილობს ლუიშ კამპუში ფეხბურთელებთან?
საფეხბურთო მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი, რომ „პარი სენ ჟერმენის“ წარმატების უკან სხვებთან ერთად ლუიშ კამპუშის მძლავრი ფიგურაც დგას. პორტუგალიელი ადრე წარმატებით მუშაობდა „ლილსა“ და „მონაკოში“, შემდეგ კი საფრანგეთის დედაქალაქში გადაბარგდა, სადაც მიიყვანა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ვიტინია, ვილიან პაჩო, ჟოაო ნევეში და ხვიჩა კვარაცხელია. პორტუგალიურ ტელეარხ RTP-ზე არის გადაცემა Primeira Pessoa, სადაც კამპუშმა დეტალურად ილაპარაკა...
უეფამ ფიფას პრეზიდენტობა ალ-ხელაიფის შესთავაზა
ჯანი ინფანტინოს პროექტს გაყიდოს მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ უეფამ გამოუცხადა ბოიკოტი, შემდეგ კი ევროპელ კოლეგებს მხარში კონკაკაფი ანუ ჩრდილო და ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის საფეხბურთო კონფედერაცია ამოუდგა. გაისად მარტში ფიფას პრეზიდენტის არჩევნებია – ინფანტინოს თავიდან მოშორების შესაძლებლობა. უეფა ცდილობს დაიყოლიოს „პარი სენ ჟერმენის“ 52 წლის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი, რათა მან წამოაყენოს თავისი კანდიდატურა და...
ინფანტინოს გეგმას ტრამპის სიძემდე მივყავართ
მსოფლიო ფეხბურთში სკანდალია. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს ნაწილ-ნაწილ უპირებს გაყიდვას, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია. უეფა ფიფას არც მეტი არც ნაკლები ბოიკოტით დაემუქრა, პროტესტი გამოთქვეს წამყვანმა საფეხბურთო ქვეყნებმაც, მაგრამ ინფანტინომ უკან არ დაიხია. მან თავისი განზრახვა დაადასტურა და თქვა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის და მისი სხვა შეჯიბრებების ჩასატარებლად აპირებს შვილობილი კომპანიის Fifa Forward...
სჭირდება თუ არა კვარას მზის სათვალე?
„ნეტავ ხვიჩა კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს საგანგებო მზის სათვალეები ხომ არ დასჭირდებათ?“, – კითხულობს გაზეთი პარიზიენი და გვამცნობს, რომ 12 აგვისტოს, ევროპის სუპერთასის დღეს, როდესაც ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ერთმანეთს „პარი სენ ჟერმენი“ და „ასტონ ვილა“ ხვდებიან მზის დაბნელებაა, რომელსაც ევროპელები ყველა დასახლებული პუნქტიდან დაინახავენ. შეხვედრა საღამოს 9 საათზე იწყება და თითქმის ემთხვევა მოვლენას, რომელიც ევროპაში...
მამარდას მეორე ამხანაგური აშშ-ში
„ლივერპულმა“ ახალი მწვრთნელის ანდონი ირაოლას ხელმძღვანელობით ამერიკაში სეზონისწინა შეკრებაზე ზედიზედ მეორე ამხანაგური შეხვედრა მოიგო. ამჯერად „წითლებმა“ „ვრექსჰემი“ დაამარცხეს 1:0. მატჩი ნიუ იორკში გაიმართა. ერთადერთი გოლი მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა რიო ნგუმოჰამ გაიტანა. მისი დარტყმულისთვის გზის გადაღობვას მცველი ლუის ბრანტი ცდილობდა, მაგრამ ბურთმა რიკოშეტით „ვრექსჰემისთვის“ არასასურველი ტრაქტორია მიიღო და კარში ჩაეშვა. ირაოლამ ამჯერადაც ნიუ იორკში წაყვანილი...
როგორ უნდა გაყიდოს ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატი?
ჯანი ინფანტინომ საფეხბურთო სამყარო დაზაფრა ― გამოაცხადა, რომ აპირებს შექმნას ახალი კომპანია, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის წილებს გაყიდის. ფიფას პრეზიდენტის ასეთმა „გაბედულმა“ ნაბიჯმა დიდი პროტესტი გამოიწვია. ყველაზე მეტად უეფა აღშფოთდა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს განცხადებით ინფანტინო უკვე „წითელ ხაზებს“ კვეთს. „არცერთი ჩვენგანი არ არის ფეხბურთის მფლობელი. ის ფიფას გასაყიდი არ არის“, – წერია უეფას განცხადებაში. გულშემატკივართა...









