ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუმატებელ სერიას აგრძელებს და არავინ იცის, ამის ბოლო როდის იქნება.
ჩვენებური ისევ პირველი წრიდან გავარდა – ამჯერად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე. ჩვენიანი 38 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:7, 5:7 დამარცხდა.
პირველ სეტი თანაბრად დაიწყო, მერვე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა, 5:3 დაწინაურდა და სეტზეც აწვდიდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა. ვერდასკომ მოახერხა და სეტი ტაი ბრეიკში გადაიყვანა, სადაც უბადლოდ ითამაშა – 7:1.
მეორე სეტის დასაწყისი ესპანელის იყო და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ბასილაშვილმა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა – 4:4. თუმცა, მე-12 გეიმში საკუთარი ჩაწოდება ესპანელს დაუთმო და მატჩიც დათმო.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
