ჭდე: ფერნანდო ვერდასკო

Home ფერნანდო ვერდასკო
ბოლო არ ჩანს…
ჩანაწერი

ბოლო არ ჩანს…

ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუმატებელ სერიას აგრძელებს და არავინ იცის, ამის ბოლო როდის იქნება. ჩვენებური ისევ პირველი წრიდან გავარდა – ამჯერად, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ATP-ის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე. ჩვენიანი 38 წლის ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან 6:7, 5:7 დამარცხდა. პირველ სეტი თანაბრად დაიწყო, მერვე გეიმში ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა, 5:3 დაწინაურდა და სეტზეც აწვდიდა, მაგრამ საქმე ბოლომდე ვეღარ მიიყვანა....

მელბურნში ბასილაშვილს სუნი დახვდება
ჩანაწერი

მელბურნში ბასილაშვილს სუნი დახვდება

ჩოგბურთის ქომაგებi სულ მალე 14-დღიან ნირვანაში გადაეშვებიან. 20 იანვარს, მისი უდიდებულესობა ავსტრალიის ღია პირველობა იწყება. წლის პირველი დიდი სლემის ტურნირისთვის, ალბათ, თავისებურად ემზადებიან სამეფო სპორტის ქართველი გულშემატკივრებიც. მიზეზს კი ახსნა არ უნდა ჭირდებოდეს. სწორება ნიკოლოზ ბასილაშვილზეა, რომელიც ერთადერთი იქნება შორეულ ავსტრალიაში საქართველოს რომ წარადგენს, რადგან ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახეს. ჩვენებური,...