გერმანულ ჰალეში მიმდინარე ტურნირს ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში დაემშვიდობა.
ჩვენებური მასპინძელ ოსკარ ოტეს დაუპირისპირდა და სამ სეტში დამარცხდა – 6:4; 0:6; 6:7.
პირველი სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილმა მეტოქეს ჩაწოდება წაართვა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. მეორე სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად წააგო და ანგარიში გათანაბრდა.
გადამწყვეტ სეტში ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებებს იგებდა და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. იქ კი მასპინძლის უპირატესობა აშკარა იყო – 7:3.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
