მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესეს ჰკითხეს, რატომ ვერ მოახერხა „დორტმუნდიდან“ ნორვეგიელი შემტევისმ ერლინგ ჰოლანდის გადაბირება. პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვყავს. ჰოლანდი რად გვინდოდა? სკამზე დასაჯდომად წამოგვეყვანა? 2 წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი. ახლა, ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ვართ და ახალწვეულებს ადაპტაციაში უნდა დავეხმაროთ. სატრანსფერო ფანჯარა ამ ეტაპზე რეალისთვის დახურულია. სამიზნე არ გვყავს. ივლისსა და აგვისტოში განვითარებულ მოვლენებს დავაკვირდებით. დიახ, ერთ დღეს ბენზემას შემცვლელი დაგვჭირდება, მაგრამ ახლა სათადარიგოთა სკამზე ის არ დაჯდება“!
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
