პრემიერლიგამ 2022-23 წლების სეზონის ბურთი წარადგინა — მისი ფოტო ტვიტერზე გამოაქვეყნა. დიზაინი ინგლისურ ფეხბურთში წლების წინ გაგორებული ძველი ბურთის გავლენით არის შექმნილი. მისი შემქმნელია „ნაიკი”, ხოლო ნიმუში, რომელმაც ავტორებს ახალი გაფორმება შთააგონა 1992-93 წლის „ მაიტრ პრო-მაქსი” გახლავთ.

პრემიერლიგის ისტორია სწორედ 1992-93 წლების სეზონიდან იღებს სათავეს.
ამრიგად, პრემიერლიგის დაარსების 30 წლის თავზე ბურთს კვლავ ცისფერი, წითელი და ოქროსფერი ორნამენტი დაამშვენებს.
ფანები კი სოციალურ ქსელებში ახალ ბურთს გამოხმაურების გარეშე როგორ დატოვებდნენ. იყო უამრავი კომენტარი, თუმცა საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი თავად ბურთს კი არა, კრიშტიანუ რონალდუს ეხებოდა. „მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გასულ სეზონში 18 გოლი შეაგდო და მისი გულშემატკივარი იმედოვნებს, რომ ფორვარდი არც წლეულს დააკლებს. ზოგი წერდა, ამ ბურთს რონალდუ ყოველ ტურში შინ წაიღებსო, ზოგი ამტკიცებდა, რომ კრიშტიანუ პირველივე ტურში ჰეთ-თრიქს შეასრულებს და პირველი ბურთიც მას დარჩება.
აქტიურობა არც „მანჩესტერ სიტის” ფანებმა დააკლეს, რომელთაც ახალი ვარსკვლავი ერლინგ ჰოლანდი შეემატათ. ის კი არა, „ჩელსის” ქომაგებმა ტიმო ვერნერს უწინასწარმეტყველეს ახალი ბურთის შინ წაღება.
რასაკვირველია, იყო კომენტარები, რომლებიც ბურთს ეხებოდა. ბევრმა იხუმრა, რა შთაგონება, რის შთაგონება, ახალი დიზაინი ძველიდან არის გადახატულიო. ზოგმა დაწერა, ნეტავ „მაიტრის” ადვოკატები საჩივარს ხომ არ ამზადებენო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
