„ნაპოლის” კალენდარი გადატვირთულია. გუნდმა სერია A-ს ბოლო ტურში „მარადონაზე” 2:1 დაამარცხა „კალიარი”, — გაიმარჯვა შინ, რაც მთელი ორი თვე ვერ მოეხერხებინა — მაგრამ სიხარულის დრო არ აქვს, დღეს იტალიის თასის მერვედფინალში „ფროზინონეს” ხვდება.
„ფროზინონეში” გიორგი კვერნაძე თამაშობს. ის დიდი ალბათობით სასტარტო შემადგენლობაში იქნება. როგორც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, ეუსებიო დი ფრანჩესკო იტალიის ჩემპიონის წინააღმდეგ გადახალისებულ შემადგენლობას გაიყვანს. განლაგება იქნება 3-4-3. ძირითადი შემადგენლობის ხუთი ფეხბურთელი დაისვენებს. მათ ნაცვლად სათადარიგოები ითამაშებენ. საიტის ინფორმაციით კვერნაძე მოედანზე პირველივე წუთიდან იქნება.
სამწუხაროდ, ქართული დერბი მოსალოდნელი არ არის, რადგან შემადგენლობის გადახალისებას აპირებს ვალტერ მაცარიც. „ნაპოლის” რასაკვირველია უნდა, რომ ჩემპიონთა ლიგისა და სერია A-ს შეხვედრებში გამარჯვების შემდეგ იტალიის თასზეც მოიგოს, მაგრამ რამდენიმე დღეში ჟოზე მოურინიუს „რომასთან” ელის შეხვედრა, რის გამოც რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას დაასვენებს. „აძური” მოედანზე სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობით გავა: გოლინი; ძანოლი, ოსტიგორი, ნატანი, მარიო რუი; კაიუსტე, დემე, გაეტანო; ლინდსტრომი, სიმეონე, რასპადორი.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
