ავტორიტეტიანი იტალიური გამოცემა Corriere dello sport-ის ინფორმაციით, სერია A-ში დაწინაურებული „ფროზინონე“ ახალი სეზონისთვის ემზადება და სატრანსფერო ბაზარზეც აქტიურობს. გამოცემის ინფორმაციით, კლუბი ბათუმის „დინამოსთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს გიორგი კვერნაძის ტრანსფერთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, მალე გარიგება ოფიციალურადაც დადასტურდება.
„20 წლის კვერნაძე იტალიურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გადავა, ერთი წლის შემდეგ კი „ფროზინონეს“ ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ კვერნაძის მიმართ ინტერესს ცოტა ხნის წინ „ნაპოლიც“ იჩნდა“, – წერს იტალიური გამოცემა.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
