გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ” იტალიის თასის 1/32 ფინალში „პიზას” 1:0 მოუგო და შეჯიბრებას აგრძელებს. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე სიმონე კანესტრელიმ თავის კარში გაიტანა. პირველ ტაიმში მეტოქეს „ფროზინონე” სჯობდა, შესვენების შემდეგ კი „პიზამ” ანგარიშის გასათანაბრებლად ძალები მოიკრიბა — მომენტები ჰქონდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
გიორგი კვერნაძე მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა. ქართველი მარცხენაფლანგელი თამაშში კარგად ჩაერთო, რამდენჯერმე სახიფათო შეტევაც წამოიწყო. ერთ ეპიზოდში მისი დარტყმის შემდეგ „ფროზინონეს” გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ გიორგის თანაგუნდელებს დამატებისას სიზუსტე დააკლდათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
