მომავალი სეზონიდან იტალიურ სერია A-ში, შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ვიხილოთ. 22 წლის გიორგი კვერნაძე ახლა სერია B-ს ბინადარი „ფროზინონეს“ ფეხბურთელია, მაგრამ იტალიური პრესა აჭრელებულია ცნობებით იმის თაობაზე, რომ ახალი სეზონიდან ის მთავარ იტალიურ ლიგაში ითამაშებს.
„დიახ, ვიცი, რომ ჩემი გადაბირებით სერია A-ს რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ვკითხულობ იტალიურ პრესას და ესეც რომ არა, ჩემი აგენტისგან გავიგე სხვა კლუბებთან სატრანსფერო მოლაპარაკებების შესახებ. წინა სეზონის შემდეგ „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორი, ვის დროსაც გადავედი კიდეც „ბათუმიდან“ ამ კლუბში, ახლა „კალიარში“ მუშაობს და ალბათ, აქიდან წამოვიდა ჩემს მიმართ ინტერესი. თუმც ამ კაცთან პირადად არ მისაუბრია“, – თქვა გიორგი კვერნაძემ „სარბიელის პოდკასტში“ სტუმრობისას.
გავიგეთ, „კალიარის“ გარდა კვერნაძის წაყვანის ერთ-ერთი მსურველი „ვერონაც“ გახლავთ. ფეხბურთელი კონკრეტულს კი არაფერს ამბობს, მაგრამ…
„ ჩემი აგენტი მამუკა ჯუღელი გახლავთ. ის კი რასაც იტყვის, ასრულებს. ჯერ კიდევ „ბათუმის“ უთამაშებელი ფეხბურთელი ვიყავი, როცა მითხრა, მალე იტალიაში წახვალო და, წავედი. სერია A მაშინ წარმოუდგენლად მიმაჩნდა, თუმც ტრანსფერი მართლაც შედგა. მამუკა ახლა მპირდება და მჯერა, ახალ ტრანსფერს ახლაც გაჩარხავს“, – ამბობს უდაოდ პერსპექტიული თავდამსხმელი, ვისაც სექტემბერ-ოქტომბრის შესარჩევი მატჩებისას ეროვნულ გუნდში გამოძახებისაც ეიმედება.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
