„პარი სენ ჟერმენს’’ ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ეს ორი ფეხბურთელი ამჟამინდელი კონტრაქტების თანახმად „პარკ დე პრენსზე’’ 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს, მაგრამ რა მოხდება მერე?
მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ეტაპზე პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოთამაშეთა ხელშეკრულებების მოწესრიგებით არის დაკავებული. ითქვა, რომ პსჟ-მ ურთიერთობა გაარკვია ორ ფეხბურთელთან, ოღონს ამის შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა: იბრაჰიმ მბაიეს კონტრაქტში ავტომატურად გააქტიურდა პუნქტი თანამშრომლობის გახანგრძლივების შესახებ ანუ 17 წლის ვარსკვლავი პსჟ-ში 2028 წლის ივნისამდე დარჩება, ხოლო 24 წლის ეკვადორელი ვილიან პაჩო ხელშეკრულების გახანგრძლივებას 2030 წლის ივნისამდე დათანხმდა.
„პარიზიენი’’ წერს, რომ დარჩა ორი მნიშვნელოვანი საკითხი: დემბელესა და ბარკოლას კონტრაქტების გადახედვა. კლუბს 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის 2028 წლამდე დატოვება რასაკვირველია სურს, მაგრამ პირობაც აქვს: ჯერჯერობით დემბელეს ხელფასი წელიწადში 20 მილიონი ევროა, კლუბს კი სურს მისი ანაზღაურების სტრუქტურა შეცვალოს, ის ფიქსირებულ და ცვლად ნაწილად დაყოს. ცვლადი ნაწილი თავდამსხმელის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ადვილი მისახვედრია, რომ პსჟ-ს დირექტორატი დემბელეს ხშირმა ტრავმიანობამ შეაშინა და იმ შემთხვევაში თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, დიდი გასამრჯელოს ტყუილად გადახდა არ უნდა. დემბელე 28 წლისაა.
რაც შეეხება 23 წლის ბრედლი ბარკოლას, მან აგენტი შეიცვალა და პარიზელთა ახალ წინადადებას პასუხი ჯერჯერობით ვერ გასცა. მოლაპარაკებები მალე განახლდება. შეგახსენებთ, რომ ბარკოლას შეძენით გასულ ზაფხულს „ლივერპული’’ და „ბაიერნი’’ იყვნენ დაინტერესებულები.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
მთავარი ამბავი02/11/2026 | 06:37მაროკოელ ჟურნალისტზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 09:07ლივერპულში მედია მაინც ფრთხილად არის
