„ლე პარიზიენის’’ ჟურნალისტმა დომინიკ სევერაკმა გამოაქვეყნა წერილი „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ბრედლი ბარკოლას შესახებ, რომელშიც გარემარბის ცუდ ფორმაზე ილაპარაკა. სევერაკმა გაიხსენა, რომ თუ კუნთის ტკივილის გამო „ლე კლასიკის’’ („მარსელი’’-პსჟ 1:0) გამოტოვებას არ ჩავთვლით, ბარკოლა ლუის ენრიკეს გუნდში ყველაზე იღბლიანი თავდამსხმელია, რადგან ახალ სეზონში სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ ამის მიუხედავად მან ბოლო ორ თვეში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გადააწოდა.
ოთხშაბათს „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ წინააღმდეგ ბარკოლამ მორიგი უკბილო თამაში გვაჩვენა.
„ის „პარი სენ ჟერმენში’’ 2023 წელს გადავიდა. მას დედაქალაქის გუნდში ჯამში დადებითი სტატისტიკა აქვს, მაგრამ ბოლო ორი თვის განმავლობაში მისი შედეგები საშინელია. მეორე მხრივ ბარკოლა მხოლოდ 23 წლისაა, რის გამოც მისი კონტრაქტის განახლების საკითხი და ნიჭი ეჭვქვეშ არ დგას’’, ― დაწერა ჟურნალისტმა.
ბარკოლას კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა ძალაში. პარიზში ხშირად გაიგებთ, რომ ლიონში დაბადებული ვარსკვლავი შეიძლება გაყიდონ, მაგრამ ამასწინათ გულშემატკივრებთან გამართულ ონლაინ ინტერვიუში კლუბმა თქვა, რომ ამის გაკეთება სერიოზული შეცდომა იქნება. სევერაკიც ადასტურებს, რომ ბარკოლასგან ჯერ კიდევ ბევრს ელიან, მაგრამ მას ის ბოლო პერიოდში აღიზიანებს. მეორე მხრივ ფეხბურთელის გასამართლებლად მიმომხილველი ვარაუდობს, რომ ის დიდი დატვირთვებისა და ზაფხულში ცოტა დასვენების შედეგებს ებრძვის. სავარაუდოდ ყველაფერი გადაღლის ბრალია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
