რატომ უნდა გაუშვან ან არ გაუშვან არნე სლოტი

Home აქეთურ-იქითური რატომ უნდა გაუშვან ან არ გაუშვან არნე სლოტი
რატომ უნდა გაუშვან ან არ გაუშვან არნე სლოტი

Arne Slot, Manager of Liverpool, warms up during a training session at AXA Melwood Training Centre on November 25, 2025 in Liverpool, England.ხვალ გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული’’ „ვესტ ჰემს’’ ხვდება. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ეინდჰოვენთან’’ 1:4 წაგების შემდეგ ინგლისის ჩემპიონის მწვრთნელმა არნე სლოტმა თქვა, რომ 12 შეხვედრაში 9 მარცხის მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობა მას მაინც ენდობა, მაგრამ მედია და გულშემატკივრები ჰოლანდიელის შეცვლაზე აქტიურად ლაპარაკობენ. საიტმა This Is Anfield-მა ჩამოწერა 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეცვალონ სლოტი და 4 მიზეზი თუ რატომ უნდა დატოვონ ის თანამდებობაზე.

Arne Slot head coach of Liverpool during a training session at AXA Training Centre on November 07, 2025 in Kirkby, England.გაშვების მიზეზები

  1. მხარდაჭერის დაკარგვა

როდესაც მწვრთნელი ფეხბურთელების მხარდაჭერას კარგავს, ეს ყოველთვის ცუდს მოასწავებს. ფეხბურთელებმა კი წინა მარცხის შემდეგ მწვრთნელის გადასარჩენად დამოკიდებულება არ შეცვალეს, სულაც არ მოკლეს თავი. მეტიც, საეჭვოა იბრძოლებს თუ არა მათ თუნდაც ერთმანეთისთვის. ისე ჩანდა, რომ მათ ისიც კი არ ესმოდათ, სტანდარტული მდგომარეობების დროს რა უნდა ეკეთებინათ. სტანდარტულების მწვრთნელმა არონ ბრიგსმა როგორც ჩანს უარესად აუბნია თავ-გზა.

Arne Slot, Manager of Liverpool, interacts with Thibaut Courtois of Real Madrid after the UEFA Champions League 2025/26 League Phase MD4 match...

  1. არ იცის როგორ გამოასწოროს

„ეინჰოვენთან’’ თამაშის წინ სლოტმა თქვა: „როგორც ბევრი სხვა, მეც დაბნეული ვარ. ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ამდენი კარგი ფეხბურთელი გყავდეს და ვერ იგებდე’’? ეს გულწრფელი აღიარება გვაჩვენებს, თუ რატომ აყენებს მწვრთნელი ჯიუტად ერთსა და იმავე შემადგენლობას. რატომ ვერ გადაიჭრა ფლორიან ვირტცთან, ალექსანდერ ისაკთან, უგო ეკიტიკესთან და მილოშ კერკეზთან დაკავშირებული პრობლემები. რატომ არ გამოსწორდა მდგომარეობა  უზარმაზარი ინვესტიციების მიუხედავად. რატომ არ არის გუნდში კონკურენცია და რატომ არ იკლავენ თავს ის ფეხბურთელები, რომლებმაც იციან, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ ასცდებათ.

Liverpool FC Coach Arne Slot after the MD-1 press conference ahead of the Champions League match against PSV at Anfield Stadium on November 25 in...

  1. ფეხბურთელებს ახალი ცოცხი სჭირდებათ

შექმნილ მგომარეობაში სლოტს ფეხბურთელების გონებისა და გულებისკენ მიმავალი გზები გადაკეტილი აქვს. საჭიროა ახალი, ენერგიული კაცი, რომელიც გუნდს გამოსავლის ახლებურ ხედავს შესთავაზებს.

  1. დაკარგული იდენტობის დასაბრუნებლად

ინტენსიური პრესინგი აღარ არის. გუნდის გატეხვა იოლია. სწრაფი გადასვლები აღარ არის. შეტევაში სიმძლავრე დაიკარგა. დღეს „ლივერპულს’’ ის თვისებები, რომლებიც მის სახეს განსაზღვრავდა დაკარგული აქვს. ეს გასულ სეზონში პსჟ-თან დამარცხების შემდეგ შეიმჩნევა.

დატოვების მიზეზები

  1. შემცვლელი არ ჩანს

„ლივერპულის’’ მწვრთნელის თანამდებობა ყველასთვის სასურველია. ალბათ ნებისმიერი სპეციალისტი შეუნთებს თავის აგენტს ცეცხლს, რომ ამ პოსტის ხელში ჩაგდება სცადოს, მაგრამ ჯერჯერობით სლოტის შემცველის ვინაობა გამოკვეთილი არ არის. ჰოლანდიელი კი „ენფილდზე’’ საუკეთესო თვისებების გამო მოიყვანეს. ის ახალგაზრდაა და პირველივე სირთულის გამო მისი სამსახურიდან გაგდება შეიძლება სწორი არც იყოს. გარდა ამისა სლოტის განკარგულებაში არიან ჩინებული ფეხბურთელები. ერთი სიტყვით, კლუბის ხელმძღვანელობამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ ღრმა ანალიზის შედეგად მოყვანილი მწვრთნელის ხელად გაშვება სწორი არ იქნება და მას მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა მიეცეს.

  1. გარანტია არ არსებობს

ეს პუნქტი წინას გაგრძელებაა. თუ კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს სწორად ვერ შეარჩევს, გამოვა, რომ ორ სეზონში სამი მწვრთნელი გამოცვალეს, რაც „ლივერპულისთვის’’ წარმოუდგენელი მკრეხელობაა. მართალია სლოტის ტაქტიკას „ენფილდზე’’ იმთავითვე აკრიტიკებდნენ, მაგრამ ბევრი იტყვის, რომ მან გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახადა და მისი დაუფასებლობა არ ღირს.

  1. მარტო სლოტის ბრალი არ არის

ფეხბურთში ასეა: პირველ დარტყმას ყოველთვის მწვრთნელი იღებს, რადგან ერთი კაცის გაგდება ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე ბევრის გაშვება და რაღაცების შეცვლა. არადა იმაში, რომ გუნდი ასეთ დღეში ჩავარდა, კლუბის ხელმძღვანელობასაც აშკარად მიუძღვის ბრალი.

  1. ლივერპული არასდროს იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს

„ლივერპულს’’ 133 წლიან ისტორიაში სულ 21 მწვრთნელი ჰყავდა – დროებითებს არ ვგულისხმობთ. ამ კლუბის ისტორია გააზრებული გადაწყვეტილების ერთგულებისგან უფრო შედგება, ვიდრე ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან. გამონაკლისია როი ჰოჯსონი, რომელმაც 31 შეხვედრაში უხელმძღვანელა წითლებს და მათგან მხოლოდ 13 მოაგებინა. სამაგიეროდ, სტაბილურობის საუცხოო მაგალითია იურგენ კლოპი.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.