ჭდე: ქუთაისის ტორპედო

Home ქუთაისის ტორპედო
ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში
ჩანაწერი

ევრომეტოქეები – ჩემპიონი სკანდინავიაში

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, UEFA-ს ოფისში, 2025-26 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ჩემპიონი თბილსის „იბერია 1999“ პირველ ეტაპზე შვედურ „მალმიოს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩს 8 ან 9 ივლისს თბილისი უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო, 15 ან 16 ივლისს შვედეთში გაიმართება. კონფერენციის ლიგა ყაზახეთიდან ლუქსემბურგამდე კონფერენს ლიგაში საქართველოს სამი წარმომადგენელი ჰყავს, მაგრამ დღეს წილისყრამ მხოლოდ...

სუპერთასი ქუთაისში წავიდა
ჩანაწერი

სუპერთასი ქუთაისში წავიდა

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ფინალში ქუთაისის „ტორპედომ“ „დინამო თბილისი“ 2:1 დაამარცხა და ისოტრიაში მესამედ გახდა სუპერთასის გამარჯვებული. ქუთაისელებმა ანგარიში მატჩის დასაწყისში ელიტონ ჟნიორის გოლით გახსნეს, მეორე ტაიმში „ტორპედო“ ნინკოვიჩმა ორი ბურთით დააწინაურა. მატჩის მიწურულს დინამოელებმა ერთი ბურთი გაქვითეს, შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ სუპერთასი „ტორპედოს“ დარჩა....

თუ მესამე ეტაპზე გავიდნენ…
ჩანაწერი

თუ მესამე ეტაპზე გავიდნენ…

უეფა-ს შტაბბინაში კონფერენციის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ასპარეზობას სამი ქართული კლუბი განაგრძობს – თბილისის „დინამო“, „დილა“ და „ტორპედო“. დინამოელები ამ ტურნირზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნის შემდეგ გადაერთვნენ და ე.წ. „ჩემპიონების გზით“ ასპარეზობენ. მეორე ეტაპზე „დინამოს“ მეტოქე მალტის „ჰამრუნ სპარტანსია“, თუ საქართველოს ჩემპიონმა ეს ბარიერი დაძლია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ „ფერენცვაროშსა“...

ქართველთა მეტოქეები კონფერენციის ლიგაზე
ჩანაწერი

ქართველთა მეტოქეები კონფერენციის ლიგაზე

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, გაირკვა, უეფა-ს კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე ქართული გუნდების მეტოქეები. აქ თავიდან 62 კლუბი იასპარეზებს, მატჩები 13 და 20 ივლისს ჩატარდება. ქართული კლუბებიდან კონფერენციის ლიგაში განთესილი მხოლოდ ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო” იყო. გორის „დილა” და თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო” განუთესავები გახლდნენ. „დილას” მეტოქედ სლოვაკური „დუნაისკაი სტრედა” ერგო. პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება, საპასუხო –...

ჩხეტიანს ტორპედოდან ტრიო გაჰყვა
ჩანაწერი

ჩხეტიანს ტორპედოდან ტრიო გაჰყვა

ცოტა ხნის წინ ქუთაისის „ტორპედო“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მასთან ერთად გუნდი სამმა ფეხბურთელმა როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმაც დატოვეს. „ტორპედო მადლობას უხდის ფეხბურთელებს გაწეული სამსახურისთვის და წარამტებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. „ქუთაისის “ტორპედო” კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სამმა ფეხბურთელმა, როინ კვასხვაძემ, გიორგი ქიმაძემ და ლევან გეგეჭკორმა დატოვა. თითოეულ მათგანს “ტორპედოს”...

აიეტი ქუთაისში ბრუნდება
ჩანაწერი

აიეტი ქუთაისში ბრუნდება

ქუთაისის „ტორპედოს“ დუხჭირი დროება უდგას. გუნდში ფინანსები არ არის და ბოლო მატჩზე „საბურთალოსთან“ სათამაშოდ თბილისში უწვერული ბავშვებით ჩავიდა. საქართველოში ტიტულებით მეორე გუნდს ეს ამბავი უკვე მესამე სეზონია თან სდევს. ჯერ იყო და ზაალ ჩაჩავამ მიაგდო შუა სეზონში, მერე იტალიელ ინვესტორ ფაბრიციო მანინოს მოუწია მიტოვება. თუმცა, მანინომ გუნდი კი მიატოვა, მაგრამ ქალაქის მერიას პირობების შეუსრულებლობისთვის მილიონნახევარ...

უკრაინიდან საქართველომდე
ჩანაწერი

უკრაინიდან საქართველომდე

ქუთაისის „ტორპედომ“ ოფიციალურად გამოაცხადა ცენტრალური მცველის ანდრო გიორგაძის ტრანსფერის შესახებ. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი 24 წლისაა და 2018 წლიდან უკრაინაში ბურთაობდა. თავდაპირველად პოლტავის „ვორსკლას“ ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონში კი ლვოვის „კარპატის“ მაისურით სულ 6-ჯერ გავიდა მოედანზე. ანდრო გიორგაძე ქუთურებისთვის ჩინებული შენაძენია და, იმედია, დაცვის ხაზსაც სერიოზულად გააძლიერებს.