„მარკა’’ წერს, რომ „ვალენსიასა’’ და „ვალიადოლიდის’’ შეხვედრის უარყოფითი გმირი მასპინძლეთა მეკარე გიორგი მამარდაშვილი იყო, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს ფეხით თამაშში უხეში შეცდომა დაუშვა და ხუანმი ლატასას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. საქართველოს ნაკრების კარის მცველს ბურთი მისმა მცველმა კრისტიან მოსკერამ დაუგორა. მან გამოტანა სცადა, მაგრამ შეეშალა – ის სტუმრების თავდამსხმელს მიუგორა. შემდეგ მამარდაშვილმა მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა...
ჭდე: ვალენსია
კორბერანი: მამარდაშვილს პირად საუბარში ვეტყვი
„ცალკეული ფეხბურთელების თამაშს საჯაროდ არასდროს ვაფასებ. მე ამას კერძო საუბარში ვაკეთებ. ჩავარდნები მუშაობით სწორდება’’, ― თქვა „ვალენსიას’’ მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა, როდესაც ჰკითხეს თუ რატომ ვეღარ თამაშობს გიორგი მამარდაშვილი ბოლოდროს კარგად. ქვემოთ გთავაზობთ „ოსასუნასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის (3:3) მომენტებს, რომელთა მიხედვით საქართველოს ნაკრების მეკარის თამაშზე თავად შეგექმნებათ წარმოდგენა. ჩვენი მხრიდან დავძენთ, რომ flashscore-მა მამარდაშვილს 6.0 დაუწერა,...
პენალტი რომ იყო, თვით სიმეონემ დაადასტურა
„ატლეტიკომ’’ „ვალენსიას’’ საშინაო მოგებათა სამმატჩიანი სვლა შეწყვიტა ― 3:0. „ღამურებს’’ ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრებათ. ისინი მეორე ლიგაში 1986 წლის შემდეგ არ გავარდნილან. პირველ ტაიმში არგენტინელმა ხულიან ალვარესმა ორი გოლი გაუტანა მასპინძლებს. მას შესვენებამდე მესამეs გატანაც შეეძლო, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა დროული გამოსვლით მასთან პირისპირ შესულ არგენტინელს მიზანში დარტყმის შესაძლებლობა არ მისცა. 86-ე წუთზე კიდევ ერთმა არგენტინელმა...
ვალენსიამ ვილიარეალში ფრე მოახერხა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ ვილიარეალში ჩამორჩენა გამოასწორა, 1:1 ითამაშა და მეტოქეს ბოლო წლის განმავლობაში ზედიზედ სამი თამაშის მოგების შესაძლებლობა არ მისცა. არადა, „ვილიარეალი’’ მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვის. შეგახსენებთ, „ღამურები’’ ცდილობენ გავარდნას გადარჩნენ. მამარდაშვილმა flashscore-სა და whoscored-ის ვერსიით 6.9-ზე ითამაშა, sofascore-მა კი მას 7.2 დაუწერა. ქვემოთ გთავაზობთ შეხვედრის მომენტებს:
დიაკაბი გაგიჟდა, მამარდამ კარგად ითამაშა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „ლეგანესს’’ შინ 2:0 მოუგო. შეხვედრის მთავარი ამბავი ის იყო, რომ მეორე გოლი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოედანზე თითქმის ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულმა მუკტარ დიაკაბიმ გაიტანა და სიხარული თავაშვებით გამოხატა. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს გახლდათ „ღამურების’’ პირველი გამარჯვება „ლეგანესთან’’ ბოლო ექვს შეხვედრაში. კარლოს კორბერანის გუნდი 23 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-18 ადგილზეა. ეს გასავარდნთა...
ბარსელონამ ვალენსია ისევ გაანადგურა
„ბარსელონამ’’ სტუმრად 5:0 მოუგო „ვალენსიას’’ და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ბლაუგრანა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 10 მატჩში არ დამარცხებულა ― 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მუღია, „ღამურების’’ კარს სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა. ესპანური მედია წერს, რომ თასის ნახევარფინალში „რეალი’’, „ბარსელონა’’, „ატლეტიკო’’ და „რეალ სოსიედადი’’ 2014 წლის შემდეგ არ შეყრილან....
მამარდას და ღამურების გამარჯვება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „სელტას’’ უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 22 ტურის შემდეგ „ღამურებს’’ 19 ქულა აქვთ. ისინი ბოლოსწინა ადგილზე არიან. ერთი პოზიციით ზემოთ მყოფ „ალავესს’’ „ვალენსია’’ 2 ქულით ჩამორჩება. კარლოს კორბერანის გუნდმა წინა შეხვედრა ბარსელონაში 1:7 წააგო. ასეთი ფიასკოს შემდეგ გუნდმა ვიგოელებთან თამაში ფრთხილად დაიწყო, მაგრამ 44-ე წუთზე ლუის რიოხას დარტყმით ანგარიში გახსნა. 65-ე წუთზე სტუმართა...
ელიფ ელმასი მამარდას თანაგუნდელი არ გახდა
ჩრდილო მაკედონიელი ელიფ ელმასი ხომ გახსოვთ? ის „ნაპოლიში’’ თამაშობდა და თავიდან ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად განიხილებოდა, შემდეგ კი აურელიო დე ლაურენტისმა 24 მილიონ ევროდ „ლაიფციგში’’ გაყიდა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ელმასმა რომელსაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთან’’ ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა უცებ ნირი იცვალა და „ტორინოში’’ გადაბარგდა. ამრიგად, „ღამურები’’, რომლებიც დღეს-ხვალ ელმასს „მესტალიზე” ელოდნენ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორიოდ დღით...
ტორესი: წლეულსვე რატომ არ წახვედი?
ესპანური გაზეთი AS წერს, რომ „ბარსელონასა’’ და „ვალენსიას’’ შეხვედრის დამთავრების შემდეგ („ბარსელონამ’’ 7:1 მოიგო) ფერან ტორესი გიორგი მამარდაშვილთან მივიდა და თამაშზე ორიოდ სიტყვის გაცვლის შემდეგ ჰკითხა: წლეულსვე რატომ არ წახვედი? ქართველმა მეკარემ უპასუხა: ალისონი. ეს საუბარი DAZN-ს კამერებმა დააფიქსირა. AS მიიჩნევს, რომ გიორგის ერთსიტყვიანი პასუხი მრავლისმეტყველია. მისი აზრით მამარდაშვილი „ლივერპულში’’ გასულ ზაფხულსვე იმიტომ არ გადავიდა,...
მამარდას გუნდის გაპარტახება ბარსელონაში
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბარსელონაში „მონჟუიკზე’’ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩავარდა: 1:7 წააგო. ასეთი ან დაახლოებით ასეთი ანგარიშით „ღამურებს’’ 106 წლიან ისტორიაში სულ სამჯერ ჰქონდათ წაგებული: 1933-34 წლების სეზონში „ოვიედოსთან’’ და 1954-55 წლების სეზონში ორჯერ, „ალავესთან’’ და „ბილბაოსთან’’. სამივე შემთხვევაში – 0:7. ბოლო დიდი მარცხი „ვალენსიამ’’ 2010-11 წლების სეზონში „რეალისგან’’ იწვნია – 3:6. იმ შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდელებმა...









