ლეო მესის ფანებს საყვარელი ფეხბურთელის თამაშის სანახავად კიდევ მოუწევთ მოცდა. არგენტინელი ვარსკვლავი შაბათს „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას მყესის ტკივილი არა და არ დაუამდა. მეტიც, მესი ჯერ სრულყოფილ ვარჯიშსაც კი არ შესდგომია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 აგვისტოს დაშავდა. ეს გახლდათ პირველივე დღე შვებულების შემდეგ. თავიდან ექიმებმა თქვეს, რომ საქმე უმნიშვნელო ტრავმასთან...
ჭდე: ვალენსია
განსაკუთრებული მონატრება
…მან საფეხბურთო სამყარო 2004 წელს აალაპარაკა, როდესაც „პორტუს“ ჩემპიონთა ლიგა სენსაციურად მოაგებინა. რამდენიმე წლის შემდეგ იგივე „ინტერთან“ ერთადაც გაიმეორა, რაც არანაკლები მოულოდნელობა გახლდათ, მაგრამ აღიარება სწორედ პორტუგალიურ კლუბთან ერთად მიღწეულმა წარმატებამ მოუტანა და ყველასათვის მოთხოვნად მწვრთნელად აქცა. „პორტუს“ და „ინტერის“ გარდა ის „რეალს,“ „ჩელსის“ და „მანჩესტერს“ თავკაცობდა და ყველგან თავისი კვალი დატოვა. …თუმცა ის დრო,...
სამეფო თასი ვალენსიამ აღმართა
შაბათს, სევილიაში, ბენიტო ვილამარინის სტადიონზე ესპანეთის სამეფო თასის ფინალში „ვალენსიამ” „ბარსელონას” 2:1 მოუგო და ჯილდოს დაეუფლა. ასე დასრულდა „ბლაუგრანას” ოთხწლიანი სათასო ბატონობა. ლა ლიგას ჩემპიონმა წლეულს დუბლი ვერ შეასრულა. ვალენსიელებმა გოლები პირველ ტაიმში გაიტანეს. ეს 21-ე წუთზე კევინ გამეირომ, ხოლო 33-ზე როდრიგო მორენომ შეძლეს. 30-გზის თასის მფლობელს ლუის სუარესის და ოსმან დემბელეს არყოფნაში გაუჭირდა. მართალია,...
ხანდახან მოწინააღმდეგე გუნდიც თამაშობს
დღეს ესპანეთში სამეფო თასის ფინალია, „ბარსელონა” და „ვალენსია” ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟერარდ პიკეს მოახლოებულ მატჩზე მეტად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან” წაგებაზე დაუსვეს კითხვები. ლაპარაკი ჩამოვარდა 22 წლის ჰოლანდიელ ფრენკი დე იონგზეც, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასევე ნახევარფინალში იყო, საიდანაც მისი „აიაქსი” „ტოტენჰემ ჰოთსპურმა” გამოთიშა. „დე იონგი?, — კითხვაზე კითხვით უპასუხა პიკემ,...
რიგითო პოგბა, კაპიტანი იქნები!
„მანჩესტერის“ 26 წლის ნახევარმცველ პოლ პოგბას „რეალმა“ დაადგა თვალი, მაგრამ ოლე-გუნარ სულშერს მისი გაშვება არ სურს. ნორვეგიელი მწვრთნელი ცდილობს აუხსნას, რომ პოგბა უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მისთვის კაპიტნის სამკლავურის გადაცემას აპირებს. გუნდის დღევანდელი კაპიტანი ანტონიო ვალენსია „მანჩესტერიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. წესით და რიგით, კაპიტნობა 33 წლის ეშლი იანგს ეკუთვნოდა, მაგრამ სავარაუდოდ, მომავალ სეზონში სათადარიგოს როლი...
ერთუჯრედიანი
ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „არსენალმა“ „ვალენსიას“ 3:1 მოუგო და ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დუბლით გამოირჩა ალეკსანდრ ლაკაზეტი, ერთიც პიერ ემერიკ ობამეიანგმა შეაგდო. თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ „მეთოფეების“ ქომაგები შვეიცარიელი შუახაზელის გრანიტ ჯაკას თამაშმა აღაშფოთა. აფეთქდა სოციალური ქსელი. რას აღარ უწოდებენ. პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდ ფეხბურთელადაც კი მოიხსენიეს. მიზეზი პირველი გოლის ეპიზოდისას მისი ინერტულობა გახლდათ,...
ხულიგანი პოლიციელები
ესპანური პოლიციისა და ბრიტანელ ფანთა ბრძოლები გრძელდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ესპანეთში ბრიტანელებს პოლიცია სცემს. ეს ამბავი ამჯერად ვალენსიაში მოხდა, სადაც „სელტიკის” გულშემატკივრები არიან ჩასულები. როგორც ინგლისური მედია წერს, მათ ხელკეტებითაც გაუმასპინძლდნენ და არც რეზინის ტყვიები დააკლეს. „ვალენსია” და „სელტიკი” დღეს, საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე ევროლიგის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ხვდებიან ერთმანეთს. სმარტფონების ეპოქაში შეტაკებების ამსახველი ფოტოები...
სინამდვილეში ვინ ზრუნავს მანჩესტერ იუნაიტედზე?
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ მისი აგენტის ჟორჟი მენდისის განცხადებასთან საერთო არაფერი აქვს — მენდისის აზრით კი მართალია „განსაკუთრებულს” დღენიადაგ აკრიტიკებენ, მაგრამ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან არავინ მოხსნის. ბევრმა პორტუგალიელი ბიზნესმენის ამ განცხადებას სენსაციური უწოდა, რადგან მართლაც ასეა: დღე ისე არ გავა, ხან პოჩეტინიო რომ არ დაასახელონ მოურინიუს შემცვლელად, ხან ზიდანი და ხან კიდევ ვინმე...
ავტოსამწვადე შემთხვევა
„ვალენსიას” მწვრთნელი მარსელინო გარსია ტორალი ავტომობილით გარეულ ღორს დაეჯახა. დედასთან და მეუღლესთან ერთად ხიხონში საშობაოდ მიმავალ ტორალს ლოგრონიო-ბილბაოს ავტობანზე გზააბნეულმა ტახმა გადაურბინა. დამუხრუჭება კი მოასწრო, მაგრამ შეჯახება ვერ აიცილა და შედეგად, მწვრთნელი და მისი ცოლი მსუბუქი ტრავმებით გადარჩნენ, 81 წლის დედა კი უფრო მეტად დაშავდა. ყველანი ახლო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და პირველადი დახმარების შემდეგ გაუშვეს.



