„ბარსელონამ’’ სტუმრად 5:0 მოუგო „ვალენსიას’’ და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ბლაუგრანა’’ ყველა შეჯიბრებაში ერთად უკვე 10 მატჩში არ დამარცხებულა ― 8 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა. ამ შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილს მონაწილეობა არ მუღია, „ღამურების’’ კარს სტოლე დიმიტრიევსკი იცავდა.
ესპანური მედია წერს, რომ თასის ნახევარფინალში „რეალი’’, „ბარსელონა’’, „ატლეტიკო’’ და „რეალ სოსიედადი’’ 2014 წლის შემდეგ არ შეყრილან. 11 წლის წინ ჯილდო „რეალმა’’ მოიგო.
მსობლიური ქალაქის გუნდის კარში სამი გოლი ვალენსიელმა ფერან ტორესმა გაიტანა. კიდევ ორი ფერმინ ტორესმა და ლამინ იამალმა შეაგდეს.
„ჩვენ ძალიან რთული მატჩისთვის ვემზადებოდით, მაგრამ გაგვიმართლა, პირველი გოლი შეხვედრის დასაწყისში (მე-3 წუთზე) გავიტანეთ და მეტოქე მოიშალა. ვალენსიელებს წარმატებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, რომ გავარდნას გადარჩებიან. მე მათი რიგითი გულშემატკივარი ვარ. ძნელია, ბავშვობისა და მთელი ცხოვრების კლუბს ასეთ დღეში უყურო. ხელმძღვანელობამ სპორტსმიღმა საკითხებს თავი უნდა დაანებოს და ფეხბურთელებს დაეხმაროს’’, ― თქვა მატჩის შემდეგ ფერან ტორესმა.
„ბარსელონამ’’ „ვალენსიას’’ ათ დღეში, ლა ლიგასა და სამეფო თასზე, თორმეტი გოლი გაუტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
