თუკი ბოლო წლის განმავლობაში ესპანეთში ვინმემ სკანდალური პოპულარობა მოიპოვა, ეს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუის რუბიალესია. შემოდგომაზე ის თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი: ფეხბურთელ ქალს ჯენი ერმოსოს დაჯილდოების ცერემონიალზე ტუჩებში აკოცა, მაგრამ ეს არაფერი — ახლა რუბიალესი კიდევ უფრო დიდ შარშია. მას ფულის არალეგალურად შოვნაში სდებენ ბრალს.
ოთხშაბათს, რუბიალესს დასაჭერად მიადგნენ, მაგრამ ეჭვმიტანილი ვერ მოიხელთეს — დომინიკას რესპუბლიკაში გამგზავრებულა. ამ ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ დომინიკელებს ესპანეთთან ექსტრადიციის ხელშეკრულება არ აქვთ. შესაბამისად, ესპანეთის პროკურატურას ერთადერთი შანსი აქვს: დაიჭიროს რუბიალისი მაშინ, როდესაც ის ქვეყანაში დაბრუნდება. რუბიალისის გარდა სასამართლოს წინაშე წარდგომა ფედერაციის კიდევ ექვს თანამშრომელს ელის.
ესპანეთში გავრცელებული ცნობის თანახმად ქვეყნის სამოქალაქო გვარდიას ეჭვი აქვს, რომ რუბიალისმა გვარიანი თანხა სწორედ დომინიკაში „გაათეთრა”, თუმცა ჯერჯერობით ამის მტკიცებულება არ არსებობს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი06/08/2026 | 08:08ლუის ენრიკე მაინც კმაყოფილი დარჩა
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 07:23ინფანტინოს პრინცმა ალიმაც შეუტია
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
