თუკი ბოლო წლის განმავლობაში ესპანეთში ვინმემ სკანდალური პოპულარობა მოიპოვა, ეს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუის რუბიალესია. შემოდგომაზე ის თანამდებობიდან გადადგა. მიზეზი: ფეხბურთელ ქალს ჯენი ერმოსოს დაჯილდოების ცერემონიალზე ტუჩებში აკოცა, მაგრამ ეს არაფერი — ახლა რუბიალესი კიდევ უფრო დიდ შარშია. მას ფულის არალეგალურად შოვნაში სდებენ ბრალს. ოთხშაბათს, რუბიალესს დასაჭერად მიადგნენ, მაგრამ ეჭვმიტანილი ვერ მოიხელთეს —...
ჭდე: ლუის რუბიალესი
რაპინო რუბიალესის წინააღმდეგ…
ამერიკელმა ლესბოსელმა ფეხბურთელმა, მეგან რაპინომ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი გააკრიტიკა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიისას ფეხბურთელის კოცნის გამო. „რუბიალესის კოცნა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში და მასში მყოფ მამაკაცებში სექსიზმის ღრმა დონეზე მეტყველებს. იყო კიდევ ერთი სურათი, რომელიც ამას მიანიშნებს – ფინალური სასტვენის შემდეგ რუბიალესმა საზარდულზე იტაცა ხელი. რა არის ეს, თავდაყირა...
მეტი კლასიკო ესპანეთს
„მარკა” წერს, რომ ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა ქვეყნის ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა ჩაიფიქრა და საზოგადოებას გარკვეული იდეებიც გააცნო. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, რუბიალესს სურს, ესპანეთის ლა ლიგაში ნაკლები გუნდი თამაშობდეს, ნაკლები არაფრისმთქმელი მატჩი ჩატარდეს, ოღონდ უფრო მეტჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ის გუნდები, რომლებიც ერთიდაიმავე მიზნისთვის იბრძვიან და შესაბამისად გაიზარდოს დაძაბული თამაშების რაოდენობა. და კიდევ, რუბიალესს...
მაისის შუაში
ლა ლიგას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ვარაუდობს, რომ ევროპის ტოპ ლიგები მაისში ჩემპიონატებს განაახლებენ. ტებასმა „მარკას” მისცა ინტერვიუ, რომელიც გადმოვაქართულეთ. გთავაზობთ ოდნავ შემოკლებულ ვარიანტს. — რა მონაცემები გაქვთ ხელთ პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით? — ფეხბურთელებს შორის სურათი ზუსტად იგივეა, რაც საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. საქმე ის არის, რომ ვირუსი ჯერჯერობით აღმავლობას განიცდის და კიდევ ორი...
კასილასი ფედერაციის სკამზე
მადრიდის „რეალისა“ და პორტუს ყოფილმა მეკარე იკერ კასილასმა დაადასტურა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს. არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ლეგენდარული ესპანელი მეკარის გარდა პოსტისთვის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი ლუის რუბიალესიც იბრძოლებს. კასილასმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა. მან დაწერა: „დიახ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. ეს გადაწყვეტილება პორტუს პრეზიდენტსაც შევატყობინე. მადლობა სითბოსთვის და...
ლუის ენრიკეს ჩრდილოეთიდან დაუკავშირდნენ
„არსენალი” უნაი ემერის შემცვლელს ეძებს. „მეთოფეების” საფეხბურთო საქმეთა დირექტორი რაულ სანლეჰი ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს ლუის ენრიკეს დაკავშირებია. ემერის ჩრდილო ლონდონში ცუდი პერიოდი დაუდგა — ყველა შეჯიბრებაში ერთად აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია. ბასკის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში „არსენალმა” ბოლოს 6 ოქტომბერს გაიმარჯვა — „ბორნმუთთან” 1:0. სადღეისოდ, „მეთოფეები” ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერს ვინ ჩივის,...
დანიშნეს: ლუის ენრიკე!
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად ლუის ენრიკე დანიშნეს. ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი სამ კანდიდატს შორის არჩევდა. „ბარსელონას” ყოფილი თავკაცის გარდა ის კიკე სანჩეს ფლორესისა და მიჩელის ვარიანტებსაც განიხილავდა. ლუის ენრიკე კუთხურობით ასტურიელია. ფეხბურთელობის წლებში მას „ლა როხას” შემადგენლობაში 62 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ისტორიაში ესპანეთის ეროვნული გუნდის 54-ე მწვრთნელი გახდა. შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესმა რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატის...
რუბიალესი არაფერს ნანობს
ესპანეთის ნაკრები უსახურად გამოეთიშა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს. რუსეთის ნაკრებთან პენალტებით დამარცხებული თავჩახრილი გუნდი ჩემოდნებს ალაგებდა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი კი იმეორებდა, რომ წამითაც არ ნანობს ჩემპიონატამდე ორი დღით ადრე მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი რომ გააგდო. მიუხედავად იმისა, რომ ბურთს მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდა, ესპანეთის ნაკრებმა შეტევაში ვერანაირი ნაპერწკალი ვერ აჩვენა და დაისაჯა. რუბიალესმა...
პიკემ რამოსი და რუბიალესი გააშველა
დღეს 22 საათზე ესპანეთი პორტუგალიას ხვდება. რა ხდება ორი დღის წინ სკანდალგადატანილ ესპანეთის ნაკრებში? მას-მედია ჯერ კიდევ იმდღევანდელის დეტალებს იკვლევს. როგორც ჩანს, „ლა როხას” ბანაკში დაძაბულობა მართლა მწვერვალს აღწევდა. დაზუსტებით გახდა ცნობილი, რომ ესპანელთა კაპიტანი სერხიო რამოსი და ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ჟერარდ პიკემ გააშველა. პიკე რომ არა ეშმაკმა იცის რა მოხდებოდაო, წერენ წყაროები. მოგეხსენებათ,...








