2 ნოემბერს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის შეხვედრაში ტრაგედია დატრიალდა: „ანდროას“ მეკარე ხესუს ოვონო კარიდან შორს გამოვიდა და „ტენერიფეს“ თავდამსხმელს ხესუს დე მიგელს დაეჯახა. შეჯახების შედეგად 30 წლის დე მიგელი გარდაიცვალა. მომხდარმა მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება შეძრა. დაღუპულის ხსოვნას ყველგან მიაგეს პატივი, ეკვატორიული გვინეის ნაკრების გოლკიპერი კი შოკირებული დარჩა. ახლა ის ცდილობს თავის უბედურებას გაუმკლავდეს. პარასკევს ესპანეთის...
