ჭდე: კეპა არისაბალაგა

Home კეპა არისაბალაგა
კეპა არავის უნდა
ჩანაწერი

კეპა არავის უნდა

„ჩელსი” პრობლემის წინაშეა: კეპა არისაბალაგას იჯარის წესითაც კი ვერავის აძლევს. მეკარე, რომელმაც ბოლო პერიოდში ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა არავის უნდა. ამიტომაც მოუწევს შეგუება იმასთან, რომ სათადარიგოთა სკამზე ეჯდება მოთამაშე რომელსაც 5 მილიონი გირვანქა უნდა გადაუხადოს. ესპანელი, კერძოდ ბასკი გოლკიპერის შესაცვლელად დასავლეთ ლონდონის კლუბმა ფრანგული „რენიდან” ედუარ მენდი იყიდა, მაგრამ კარის დაცვა ერთია და ბიზნესი მეორე —...

უძვირესის გაუფასურება
ჩანაწერი

უძვირესის გაუფასურება

კვირას, „ლივერპულთან” შეხვედრაში, „ჩელსის” ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ უხეში შეცდომების სიას კიდევ ერთი დაამატა. ამის შემდეგ, დასავლეთლონდონური კლუბის ფანები უკვე მოუთმენლად ელიან, როდის ჩავა მათთან „რენის” კარის მცველი ედუარ მენდი და როდის დაიკავებს ადგილს ძელებს შორის. თამაში „სტემფორდ ბრიჯზე” მიმდინარეობდა. „ლივერპული” 1:0-ს იგებდა, როდესაც კეპამ, რომელიც 3 ოქტომბერს 26 წლისა ხდება, მისთვის უკვე ტრადიციად ქცეული...

ესპანეთი ინგლისში გალანძღულმა მეკარემ გადაარჩინა
ჩანაწერი

ესპანეთი ინგლისში გალანძღულმა მეკარემ გადაარჩინა

ერთა ლიგის შეხვედრის დამთავრების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, პრესკონფერენციაზე, ძირითადი ყურადღება მეკარეებზე გაამახვილა: შტუტგარტში, გერმანია ტიმო ვერნერის მიერ 51-ე წუთზე გატანილი გოლით „ლა როხას” 1:0-ს უგებდა, მაგრამ, როდესაც საქმე ყველას უკვე დამთავრებული ეგონა და 90+6(!) წუთი მიმდინარეობდა, ხოსე გაიამ ანგარიში გაქვითა. სულ ცოტა ხნის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელ მეკარეს დავიდ დე ხეას უხეში...

უძვირესის გაიაფება
ჩანაწერი

უძვირესის გაიაფება

ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა შიშობს, რომ „ჩელსის” შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა უკვე ჩაატარა. ფორმა და ნდობადაკარგულ გოლკიპერზე ამბობენ, შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში სკამზე დატოვებენ და მის ნაცვლად 38 წლის ვილი კაბალიეროს ათამაშებენო. არისაბალაგა დასავლეთლონდონელებმა „ბილბაოსგან” 2018 წელს დიდი ზარ-ზეიმით იყიდეს და მასში მეკარისთვის სარეკორდო თანხა, 71,6 მილიონი გირვანქა გადაიხადეს, მაგრამ დღეს ის ფიქრობს, რომ...

ძვირი სიამოვნება
ჩანაწერი

ძვირი სიამოვნება

„ჩელსის“ მეკარე კეპა არისაბალაგას კატასტროფული სეზონი აქვს., ამიტომაც მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი უპირველეს ამოცანად უფრო მაღალი დონის მეკარის შეძენას მიიჩნევს. მისი ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი იან ობლაკია. ტრანსფერის შემთხვევაში ლონდონელებს კლაუსულას, ანუ ობლაკის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რაც 120 მილიონი ევროა და  მას ავტომატურად უძვირეს გოლკიპერად აქცევს. ისე, 2018 წელს კეპაში გადახდილი...

ლონდონს შეცდომების არ სჯერა
ჩანაწერი

ლონდონს შეცდომების არ სჯერა

„ჩელსიმ” 15 მილიონ გირვანქად „დორტმუნდის” მეკარის რომან ბურკის ყიდვა მოინდომა. ბევრი არ ელოდა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე” ესპანელი, უფრო სწორად კი ბასკი გოლკიპერის, კეპა არისაბალაგას ჩანაცვლებას 29 წლის შვეიცარიელით შეეცდებოდნენ. დასავლეთ ლონდონელებთან კეპას კონტრაქტს ვადა ერთ წელიწადში გაუვა. როგორც ჩანს, ახალი ხელშეკრულება არც მზადდება — „ლურჯების” თავკაც ფრენკ ლემპარდს ესპანელი მეკარე არ მოსწონს. ყველას გვახსოვს, რომ...

ლემპარდს წყალი შეუდგაო
ჩანაწერი

ლემპარდს წყალი შეუდგაო

ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, „ჩელსის“ ხელმძღვანელობა მეტისმეტად უკმაყოფილოა ფრენკ ლემპარდის მუშაობით. ეს არცაა გასაკვირი. ლონდონელებმა ბოლო ექვსი შეხვედრიდან ერთადერთი მოიგეს და მეოთხე ადგილს კი ინარჩუნებენ, მაგრამ კონკურენტებს წამოწევის საშუალება მისცეს. ლემპარდს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზური იხსნის. ყველა სხვა შემთხვევაში ზაფხულში ფრენკს კარისკენ მიუთითებენ. მის წინააღმდეგ ერთი ფაქტორიცაა: ლემპარდმა სათადარიგოთა სკამზე დასვა ფეხბურთის ისტორიაში უძვირესი (80 მლნ....

სარიმ კეპას ასე უღრიალა
ჩანაწერი

სარიმ კეპას ასე უღრიალა

მაურიციო სარის კვირას, „უემბლიზე” აჯანყებული კეპა არისაბალაგასთვის მაინც უთქვამს თავისი სათქმელი. თან ღრიალით. და მეკარის საქციელს სასჯელის გარეშე არ ჩაუვლია. არადა, იტალიელმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ლამაზად ილაპარაკა, ყველაფერი გაუგებრობას დააბრალა. შეგახსენებთ: „კარაბაოს თასის” ფინალში, დამატებითი დროის მიწურულს ანუ პენალტების სერიის წინ სარის კეპას შეცვლა უნდოდა — ვილი კაბალიერო გამოყავდა, მაგრამ ბასკი მოედნიდან არ გავიდა. არისაბალაგა ურჩობამდე ცოტა...

გააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!
ჩანაწერი

გააგდეთ კეპა „ჩელსიდან”!

გაუგონარი რამ მოხდა „კარაბაოს თასის” ფინალში „ჩელსისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრის ბოლოს, პენალტების სერიის წინ — დასავლეთ ლონდონელთა ბასკმა მეკარემ კეპა არისაბალაგამ მწვრთნელის… უფრო სწორედ მწვრთნელების დიდი თხოვნისა და ჩხუბის მიუხედავად მოედანი არ დატოვა და კოლეგას, ვილი კაბალიეროს ძელებს შორის ადგილი არ დაუთმო. საბოლოოდ პენალტებში „მანჩესტერ სიტიმ” გაიმარჯვა და თასს დაეუფლა. კაბალიერო არგენტინელი გოლკიპერია, რომელმაც...

ეღირსება კეპას მეორე კეპი?
ჩანაწერი

ეღირსება კეპას მეორე კეპი?

„ჩელსიმ” ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა ამ ზაფხულს გოლკიპერთათვის სარეკორდო თანხად, 80 მილიონ ევროდ იყიდა. 23 წლის კარის მცველი პრემიერლიგაში იოლად გადავიდა, სკანდალური წინაისტორიები არ ჰქონია. სეზონიც კარგად დაეწყო — დასავლეთ ლონდონელებს პირველ ოთხ ტურში თამაში არ წაუგიათ. და ახლა, როდესაც ევროპული ფეხბურთის კარს სანაკრებო კვირამ მოუკაკუნა, კეპას „მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარესთან, ცნობილ დავიდ დე ხეასთან უწევს...