იტალიური მას-მედიის ცნობით ესპანელი, ბასკი მეკარე კეპა არისაბალაგა „ნაპოლიში” გადასვლასთან არის ძალიან ახლოს. „ჩელსიში” იმედგაცრუებული 27 წლის გოლკიპერი ერთი სეზონით, იჯარის წესით, ხვიჩა კვარაცხელიას კლუბში აპირებს ძალის მოსინჯვას.
2018 წელს, როდესაც კეპა „ბილბაოდან” „ჩელიში” გადავიდა, ლონდონურმა კლუბმა მასში 82 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც მეკარისთვის სარეკორდო ფასი იყო. მისდა სამწუხაროდ, ბასკ გოლკიპერს ახასიათებდა შეცდომები, რის გამოც „ლურჯებმა” 2020 წელს ფრანგული „რენიდან” ედუარ მენდი შეიძინეს, კეპა კი „დახლზე გამოფინეს”. ის, რომ არისაბალაგა თომას ტუხელის ხელში „ჩელსის” მთავარი მეკარე ვერ გახდება, ყველასთვის ნათელია. ეს რწმენა განსაკუთრებით მას მერე გამყარდა, რაც „ჩელსიმ” აშშ-ს 20-წლამდელთა ნაკრების კარის მცველი გაბრიელ სლონინაც შეიძინა. პოლონური წარმოშობის გოლკიპერი „ჩიკაგო ფაიარში” თამაშობდა.
გასული კვირის განმავლობაში იტალიასა და ინგლისში გავრცელებულ ცნობათა თანახმად „ნაპოლი” მზად არის კეპას კარიერის გადარჩენის შანსი მისცეს. ამბობენ, რომ „ჩელსი” თანახმაა გადაიხადოს მეკარის ხელფასის დიდი ნაწილი, ხელფასი კი მართლაც შთამბეჭდავია — კვირაში 233 ათასი დოლარი.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ კლუბებს შეთანხმებამდე აღარაფერი აკლიათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები29/09/2026 | 07:43უსახური მატჩი
სიახლეები29/09/2026 | 06:41მოედანზე პირველად, პლუს ახალი ტაქტიკით
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 08:51ჟოაო ფელიქსი: რა თქმა უნდა იამალი
სიახლეები28/09/2026 | 07:55ზუბკოვი: მწვრთნელის შეცვლამ გუნდზე შეიძლება კარგადაც იმოქმედოს და ცუდადაც
