შაბათს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალს” ხვდება. მადრიდელებს ამ შეხვედრისთვის მეკარის პრობლემა აქვთ. კეპას კუნთი სტკივა და ხსენებულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ჩელსის” ყოფილი გოლკიპერი „ბრაგასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინა მოთელვაზე დაშავდა. მის ნაცვლად კარში 24 წლის უკრაინელი ანდრეი ლუნინი ჩადგა.
მოგეხსენებათ, „ლოს ბლანკოსის” მთავარი დანაკლისი ბელგიელი ტიბო კურტუაა, რომელიც სერიოზულ ტრავმას მკურნალობს.
კეპამ ხუთშაბათს სამედიცინო გამოკვლევა გაიარა და გაირკვა, რომ მას ორ ან სამ კვირიანი მკურნალობა დასჭირდება. უფრო ზუსტად ბასკი მეკარის ჯანმრთელობის შესახებ ექიმები განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ იტყვიან.
„რეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრა შუაღამისას დაიწყება ანუ საქართველოში უკვე კვირა რომ დადგება. 12 ტურის შემდეგ მადრიდელები 29 ქულით მეორე ადგილზე არიან, ხოლო „ღამურებს” 18 ქულა აქვთ და მე-9 პოზიციაზე არიან.
შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დგება სანაკრებო წყვეტა. გიორგი მამარდაშვილი საქართველოს ნაკრებში გადმობარგდება და მის შემადგენლობაში 16 და 19 ნოემბერს შოტლანდიისა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
