სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე კიდევ ორი ტური მიილია და საქართველოს ორივე ნაკრებს ერთნაირი მაჩვენებელი აქვს. პირველ ტურში ორივე ნაკრების მშრალი გამარჯვებების შემდეგ მეორე ტური ჩვენი გუნდებისთვის მთლად სახარბიელო ვერ გამოდგა. ქალთა ნაკრები მონტენეგროს დაუზავდა – 2:2. პარტიები მოიგეს პირველ და მეოთხე დაფაზე მოთამაშე ნანა ძაგნიძემ და მერი არაბიძემ; მეორე და მესამე დაფაზე მოთამაშე ბელა ხოტენაშვილმა...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სანაკრების შეკრების დაწყების წინ ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. „ჩრდილოეთ ირლანდიასთან პირველი თამაშის შედეგი უმნიშვნელოვანესი იქნება. რაც შეეხება ჩვენს მიზანს – 6 თამაში გვაქვს და ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვება და A ლიგაში გადასვლაა. წინა გათამაშებაში B ლიგაში ადგილის შენარჩუნება წარმატებად ჩაითვალა, მაგრამ ახლა შემდეგი ნაბიჯი უნდა გადავდგათ – ელიტაში დაწინაურება...
ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
US Open-ს ფინალისტები ქალთა შორის ცნობილია: ტიტულისთვის ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ბელარუსი არინა საბალენკა და მეორე ნომერი, ყაზახი ელენა რიბაკინა ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა – ქალთა ნახევარფინალში ის ოთხეული გავიდა, რომელიც რეიტინგის საუკეთესო ოთხეულში იყო. 1968 წლიდან მსგავსი ფაქტი მესამედ მოხდა, კონკრეტულად ამერიკაში კი – მეორედ. პირველად ეს 1975 წელს, ხოლო...
სად არის ხვიჩა?
ბუკმეკერებმა „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულზე ფსონების მიღება დაიწყეს და ჩანს, რომ „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის ფავორიტი „ბაიერნისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი ჰარი კეინი არის. მისი გამარჯვების ალბათობა დაახლოებით 64%-ით ფასდება. ჩვენთვის რაოდენ გასაკვირის უნდა იყოს პრეტენდენტთა სამეულში არ არის ხვიჩა კვარაცხელია,სამაგიეროდ არიან ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონი ლამინ იამალი და „რეალის“ უტიტულო თავდამსხმელი კილიან მბაპე. ხვიჩას და ასევე ბარსელონელი როდრის შანსები კი 8.5 კოეფიციენტით არის შეფასებული. ...
ოქროს ეთო
ლოზანაში ძიუდოისტთა გრან პრი პირველად ტარდება და პირველივე დღეს ქართული ჰიმნიც აჟღერდა. პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა და მათგან მხოლოდ ერთმა მოახერხა მედლის მოპოვება და ისიც – ოქრო. ეთერ ლიპარტელიანმა 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მაისა პარდიაევა, ფინელი ფილია მატიკანენი, იტალიელი ჯულია გარნა და ფრანგი მარტა ფავაზი მიყოლებით დაამარცხა, რის შემდეგ ფინალში კიდევ...
მაქსიმუმი
იბერია კონფერენციის ლიგაში რომ ითამაშებდა, ეს ფაქტობრივად იაგელონიასთან პირველი მატჩის შემდეგვე გაირკვა. პოლონელებს პირველი მატჩი 4:0 ჰქონდათ მოგებული და თბილისში მშვიდად ჩამოვიდნენ და ჩვენთანაც იმარჯვეს – 2:1. მატჩის დაწყებიდან ნახევარი საათის თავზე გიორგი ქობულაძემ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და სტუმრები ხესუს იმაზის პენალტით გოლით დაწინაურდნენ; მალევე ზვიად ნაჭყებიამ ლამაზი გოლით უპასუხა; მეორე ტაიმში ანდერს კლინგემ...
დახურული მოგება
მსოფლიო 2027 წლის ჩემპიონატის მოახლოებული საკვალიფიკაციო მატჩების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დახურული ტესტ-მატჩი გამართა და ლიბანს 93:74 აჯობა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გამოძახებული 15 კალათბურთელიდან 13-მა ითამაშა. მოედანზე არ გასულან ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია და სანდრო მამუკელაშვილი. მხოლოდ რვა წუთი ითამაშა გოგა ბითაძემაც. ჩვენი გუნდიდან ყველაზე შედეგიანები მარკიზ რიდი და ალექსანდრე ფევაძე (13-13 ქულა) იყვნენ. გამოსარჩევია ბექა...
პაოლოს ძე კალიარიშია
„კალიარიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა „ატალანტადან“ დანიელე მალდინის ტრანსფერი, რომელიც, მოგეხსენებათ, ლეგენდარული პაოლოს ვაჟია. 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერისა და თანამშრომლობის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმც ითქვა, რომ შეთანხმება ერთწლიან იჯარას ითვალისწინებს გამოსყიდვის უფლებით, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 9 მილიონ ევრო იქნება. 2025/26 წლების სეზონში დანიელე მალდინიმ საკლუბო დონეზე 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
მსოფლიო ბოლოზე
ავსტრალიაში გამართული წყალბურთელთა მსოფლიო თასიზე ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა მერვე ადგილზე დაასრულა. იტალიასთან (12:18) და მონტენეგროსთან (16:18) მარცხის შემდეგ ბოლო მატჩი საქარტველომ ხორვატიასთან ითამაშა და 12:18 წააგო. რევაზ ჩომახიძის შეგირდები თავიდანვე ჩამორჩნენ: პირველი მეოთხედი 3:5 დათმეს, მეორე – 3:4. გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც ხორვატებმა 6:1 მოიგეს და მატჩის ბედიც იქ გადაწყვიტეს. ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა...
საქართველო მეშვიდესთვის
ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 5-8 ადგილებისთვის ნახევარფინალი მონტენეგროსთან 16:18 დათმო. შეგახსენებთ, მსოფლიო თასზე თამაში ამ გუნდებმა მეორე დივიზიონიდან მოიპოვეს. იქ ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ და ჩვენებმა 17:19 დათმეს. სხვაობა ახლაც იგივე გამოვიდა. რევაზ ჩომახიძის შეგირდებმა საწყისი სამი მეოთხედი თითო ბურთით წააგეს და მეოთხე მეოთხედს სამბურთიანი ჩამორჩენით შეხვდნენ. მართალია, ბოლო მონაკვეთი უკეთ ჩაატარეს,...









