საქართველოს ეროვნული გუნდი ზაფხულის სანაკრებო პაუზის დროს თბილისისში, ამხანაგრ მატჩს ბაჰრეინის წინააღმდეგ გამართავს – შეხვედრა 5 ივნისს „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი. ბაჰრეინთან ამხანაგური თამაში 2026 წლის შემოდგომაზე გასამართი ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებამდე ბოლო მოსამზადებელი შეხვედრა იქნება. შეგხსენებთ, რომ მანამდემ 2 ივნისს, ასევე თბილისში ჩვენები რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
NBA-ში რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და ფლეი ოფში გასასვლელად ორივე ქართველის გუნდი იბრძვის. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „ჩიკაგოს“ 127:103 მოუგო, გოგამ კი, ზედიზედ მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა. ჩვენებურმა მოედანზე 16.37 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 11 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოინაგრა. ბითაძემ შვიდიდან ექვსი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო ჩააგდო....
კვარა კვირის გუნდში
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟემენის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა მეოთხედფინალურ მატჩში, რომლიც პსჟ-მ „ლივერპულს“ 2:0 მოუგო, ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ამას გარდა კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. კვირის სიმბოლური ნაკრების გარდა,...
ბითაძის ორმაგი
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდომაც“ „მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით ფლორიდელებმა ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვეს. გოგამ პარკეტზე 21.44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში...
ჩომახიძემ მოგებით დაიწყო
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელოდება. მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირ Danube Cup 2026-ის თასზე მიიღო. ჩვენმა გუნდმა სამივე თამაში მოიგო: ჯერ კანადას 17:11 მოუგო; შემდეგ ავსტრალია 17:9 მიაყოლა; ბოლოს კი, სლოვაკეთს 18:16 აჯობა და პირველობა იზეიმა. შეგახსენებთ, ჩომახიძის გუნდი, 7-9 აპრილს მსოფლიო თასის მეორე...
სუპერფინალს ახალი მწვრთნელით შევუტევთ
მსოფლიოს 2026 წლის თასის მეორე დივიზიონის მატჩებს მალტა უმასპინძლებს. 24 ნაკრებიდან სუპერფინალში თამაშის უფლებას ორი საუკეთესო მიიღებს. კუნძულზე საქართველოს ნაკრები ახალი მწვრთნელით ჩავა – ბერძენი სპეციალისტი, ათანასიოს კაჩიგიასი რევაზ ჩომახიძემ შეცვალა, ვისაც ნაკრები 2016-21 წლებშიც გაუწვრთნია. ტურნირი 7 აპრილს დაიწყება და პირველი მეტოქე თურქეთი იქნება; 8 აპრილს ბრაზილიას ვეთამაშებით; ჯგუფურ ეტაპს 9 აპრილს, სლოვენიასთან მატჩით...
ჩეფერინი იტალიას ევროპით დაემუქრა
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა, კომენტარი გააკეთა იტალიის ნაკრების მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ვერმოხვედრასთან დაკავშირებით და ქვეყანაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. „აბსოლუტურად დაუშვებელია პასუხისმგებლობის მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინაზე გადატანა. შესაძლოა, სწორედ იტალიელმა პოლიტიკოსები უნდა დაფიქრდნენ, რატომ აქვს იტალიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.“ „ევროპის 2032 წლის ჩემპიონატი, რომელიც თურქეთსა და იტალიაში უნდა ჩატარდეს, სტადიონების მდგომარეობის გამო...
მამუმ გოგას მოუგო
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ქართული დუელიც ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ გოგა ბითაძის „ორლანდო“ შინ 139:87 გაანადგურა. ორივე ქართველი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გადაკვეთა გარკვეული დროის მანძილზე მოუხდათ. სანდროს დროც მეტი ჰქონდა და სტატისტიკაც. მამუმ 21.19 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ორი სამქულიანი...
ტორონტომ საქმე გაირთულა
NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ სტუმრად „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ 94:119 დამარცხდა. ძირითადი ცენტრის, ჯეიკობ პიოლტლის გამოჯანმრთელების შემდეგ მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 15.08 წუთი დაჰყო. სანდრომ ამ დროში 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. ჩვენებურმა ორივე ორქულიანი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან კი, ზუსტი სამი აღმოჩნდა. ჩვენიანს პასივში ერთი დაკარგვაც...
ორლანდო ფლეი ოფს შორდება
გამთენიისას, გოგა ბითაძის „ორლანდო“ „კლივლენდს“ ესტუმრა და 131:136 დამარცხდა. ეს არის ფლორიდელთა ზედიზედ მეექვსე მარცხი. ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო და მწვრთნელი ამჯერად 13.35 წუთს ენდო. წინა თამაშებთან შედარებით ჩვენიანი ამჯერად უფრო მოკრძალებული იყო და გუნდს 4 ქულით, 2 მოხსნით, 3 პასითა და 1 ჩაჭრით შეეშველა. ბითაძემ სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და მისი...









