ზოგიერთმა ინგლისურმა გაზეთმა დაწერა, რომ კევინ დე ბრუინის მტკიცებით წლეულს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მას ეკუთვნის და არა ლივერპულის ეგვიპტელ ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს. თავად ბელგიელი, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტიში” თამაშობს. სალაჰს ყველა შეჯიბრებაში ერთად ჯერჯერობით 37 გოლი აქვს გატანილი. დე ბრუინის მონაგარი სხვა ტიპისაა, ის საგოლე პასებით სჯობია ყველას — 20. მიმდინარე სეზონში „სიტიმ” უკვე მოიგო...
Author: ირაკლი ნინიძე (ირაკლი ნინიძე)
სალაჰი გარანტიებს ითხოვს
ამბობენ, რომ „ლივერპულის” ეგვიპტელმა ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა „რეალს” ორი პირობა წაუყენა. თუ ამ პირობებს დამიკმაყოფილებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადმოვალო. ის რომ სალაჰი პრემიერლიგაში ზღაპრულ სეზონს ატარებს, ფაქტია და არც ის არის საიდუმლო, რომ ევროპის დიდი კლუბები მის ხელში ჩაგდებაზე ფიქრობენ. კვირას, „სელჰარსტ პარკზე” 25 წლის გარემარბმა „კრისტალ პალასს” გამარჯვების გოლი შეუგდო (2:1) და მიმდინარე სეზონში გატანილი...
ალკანტარა და „ბაიერნი“
„ტიაგო ან არავინ!” — ასეთი გახლდათ პეპ გვარდიოლას ულტიმატუმი, როდესაც ის „ბაიერნში” იწყებდა მუშაობას. მან თავისი ყოფილი გუნდის, „ბარსელონას” ნახევარმცველი მოითხოვა. ბავარიელმა ბოსებმა მისი სურვილი შეასრულეს და ხუთი წლის წინ ტიაგო ალკანტარა 25 მილიონ ევროდ ბუნდესლიგაში გადავიდა. ახლა კი „დონ ბალონი” წერს, რომ ამ ზაფხულს 26 წლის ფეხბურთელი შეიძლება „ბაიერნიდან” წავიდეს. მისი შეძენით რამდენიმე ძლიერი...
ბენზემა vs ბეილი
საინტერესო დეტალი ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრიდან, რომელიც ლას პალმასში გაიმართა და სადაც „რეალმა” მასპინძლებს 3:0 მოუგო: ამ შეხვედრაში „ლას პალმასის” კარში ორი პენალტი დაინიშნა. მადრიდელთა პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ არ თამაშობდა — ზინედინ ზიდანმა კანარის კუნძულებზე საერთოდ არ წაიყვანა; როგორც ჩანს „იუვენტუსთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ დაასვენა. ამის გამო თავისებური ამბავი მოხდა „თეთრების” თავდამსხმელთა, ქარიმ ბენზემასა და გარეთ...
მანჩესტერში რა მინდოდა…
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ორი წლის წინ, როდესაც „პარი სენ ჟერმენიდან” წავიდა, „ლოს ანჯელეს გალაქსიში” უნდოდა გადასვლა და არა „მანჩესტერ იუნაიტედში”. 36 წლის შვედმა ამერიკაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლითაც ის კალიფორნიელ გულშემატკივარს წარუდგინეს, თქვა: „ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო, სანამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდი. გულითა და გონებით უკვე აქ ვიყავი კიდეც, მაგრამ ცხოვრებამ სხვანაირად...
ქართველებმა მედლები დამალეს
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ძიუდოს დროა. დღეს დაიწყო და 1 აპრილამდე გაგრძელდება. 28 ქვეყნის 300-მდე ძიუდოისტი, ასეთია თბილისურ გრან პრის მასშტაბი. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამჯერად საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლისგან თავი შეიკავეს იაპონიისა და სამხრეთ კორეის ნაკრებებმა. პირველი საშეჯიბრო დღე კი ქართული მედლებით დახუნძლული გამოდგა. 60 კგ. წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი ვიხილეთ. ლუხუმ ჩხვიმიანმა ამირან პაპინაშვილი...
ანტიგვარდიოლა
ამ ბოლო დროს, ევროპულ მას-მედიაში პეპ გვარდიოლას პიროვნული კრიტიკა მოხშირდა. ჯერ იყო და პიკემ მოიგონა თუ როგორ გაურთულდა მწვრთნელთან ურთიერთობა 2012 წელს, ლამის „ბარსელონადანაც” კი წავიდა; შემდეგ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ამჟამად „მანჩესტერ სიტის” თავკაცს სულ ლაჩარი და ძაღლი უწოდა. და აი, მესამე შეტევა: „ბაიერნის” ექიმი, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტი ტელეკომპანია ZDF-ის თოქ-შოუში, რომელიც მარკუს ლანცს მიჰყავს, მისი...
ბავარიული ცარცის წრე
საიდუმლო არ არის, რომ ჟოზე მოურინიუ არტურო ვიდალის დიდი თაყვანისმცემელია. პორტუგალიელი „ბაიერნის” ვარსკვლავს მუდამ ეპატიჟებოდა „მანჩესტერ იუნაიტედში”, თუმცა ახლა ყველაფერი გაცილებით სერიოზულადაა. ჩილეს გაზეთი „ლა კუარტა” წერს, რომ „განსაკუთრებული” ვიდალის სანაცვლოდ 48 მილიონ ევროს იხდის. ლაპარაკია ოთხწლიან კონტრაქტზე, რომელიც ფეხბურთელის ხელფასად წელიწადში 14,4 მილიონ ევროს გულისხმობს. 30 წლის ჩილელს „ბაიერნთან” 2019 წლამდე აქვს ხელშეკრულება. „მანჩესტერ...
ძველი ანგარიში
2015 წლის მიწურულს კახა ცხადაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთში ამხანაგური 0:3 წააგო. ის დღე იყო, როცა მასპინძლებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენი ნაკრები კი დაუძლურებული ჩანდა. მას შემდეგ ორწელიწადნახევარი გავიდა. ჩვენ ერთა ლიგის ბოლო ჯგუფში ვართ, ესტონელები კი ჩვენზე წინ, ბოლოსწინა ჯგუფში მოხვდნენ რეიტინგის მიხედვით. ესტონელთა მეზობელ ლიტვას სამი დღის წინ შავი დღე ვაყარეთ (4:0) და ეს...
ხუთეული — პერესის ახალი გეგმა
„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 2018-19 წლების სეზონისთვის ახალი პროექტი შეიმუშავა. ამისთვის მას ხუთი ახალი ფეხბურთელი სჭირდება. პერესის მიზანი ნათელია: ლა ლიგაში „ბარსელონას” ჰეგემონიის დამხობა. ცხადია, ახალმა გუნდმა ევროსარბიელზეც წარმატებული სვლა უნდა განაგრძოს. პირველი, იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელთა შეძენაც „თეთრების” პრეზიდენტს სურს, მეკარე დავიდ დე ხეაა. დე ხეა ამჯერად „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს. პერესს გუნდის ახლანდელი გოლკიპერი...









