ლუის ენრიკესთვის „ოქროს ბურთის’’ სიგიჟე დამთავრებულია. ორშაბათს „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცს ჰკითხეს, დაუბრუნდება თუ არა მოედანს ოსმან დემბელე, რომელიც სექტემბრის დასაწყისიდან დაშავებულია. დემბელე 22 სექტემბერს თეატრ „დიუ შატლეში’’ „ფრანს ფუტბოლის’’ მთავარი პრიზით დააჯილდოვეს. მან Canal + ის კორესპონდენტს უპასუხა:
„თქვენ მოვლენებს სხვანაირად აღიქვამთ. ის „ოქროს ბურთი’’ კი არა ოსმან დემბელეა. ჩვენს გუნდს სწორედ დემბელეს ხასიათი და ენერგია სჭირდება და არა „ოქროს ბურთის’’ ბოლო გამარჯვებული’’.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი’’ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „ლევერკუზენს’’ სტუმრობს. „პარი სენ ჟერმენი’’ 6 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო „ლევერკუზენი“ 2 ქულით ოცდამეხუთეზე.
ლუის ენრიკემ დასძინა: „მორჩა, „ოქროს ბურთის’’ ამბები დამთავრებულია. ახლა ჩვენ მომდევნო მატჩების მოგებაზე ვფიქრობთ და საამისოდ ვმუშაობთ. ვიცი, თქვენ „ოქროს ბურთის’’ ლაურეატობას ძალიან აფასებთ, მაგრამ ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. მე ბედნიერი ვარ რომ ვსარგებლობთ დემბელეს ენერგიითა და პიროვნული თვისებებით, მაგრამ არა „ოქროს ბურთით’’.
შეგახსენებთ, რომ დემბელე 5 სექტემბერს საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრები გუნდების შეხვედრაში დაშავდა. „პარიზიენმა’’ შეიტყო, რომ ის გუნდს ლევერკუზენში გაჰყვა, მაგრამ იმასაც წერენ, რომ სასტარტო შემადგენლობისთვის ჯერ მზად არ არის და ამიტომ, სავარაუდოდ, შეცვლაზე შევა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები15/09/2026 | 08:42მიქაუტაძისთვის სახეირო არაფერი იყო
მთავარი ამბავი15/09/2026 | 07:18მბაპეს და დემბელეს შორის ურთიერთობა დაიძაბა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
