„დორტმუნდმა” „იუნიონ ბერლინთან” 1:2 წააგო და საჩემპიონო ბრძოლისთვის პოზიცია გაიუარესა. თუ კვირას „ვოლფსბურგი” „შტუტგარტს” მოუგებს, ედინ ტერზიჩის გუნდი საახალწლოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზეც კი არ იქნება. ეს გახლდათ დორტმუნდელთა მეორე თამაში მას მერე, რაც ლუსიენ ფავრი ახალგაზრდა და გამოუცდელმა მწვრთნელმა, ტერზიჩმა შეცვალა. პირველი თამაში „შვარცგელბენმა” ანუ შავ-ყვითლებმა ბრემენში „ვერდერს” 2:1 მოუგეს და გერმანულ პრესაში დაიწერა,...
ჭდე: ლევერკუზენი
ნუღარ გაიხდით ლურჯ-თეთრს…
17 წლის წინ, ივლისში, თბილისის „დინამო“ აშკარა ფავორიტის რანგში ტირანას ესტუმრა. რატომ ფავორიტის რანგში? საქართველოს ჩემპიონებს პირველი მატჩი „დინამოს“ ცარიელ სტადიონზე 3:0 ჰქონდათ მოგებული. მაშინაც ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი გახლდათ. ამათ შორის მოგებულს კი ავსტრიის „გრაცერთან“ უნდა ეთამაშა. მოგებულს რა, 99-პროცენტიანი ალბათობით, თბილისის „დინამოს“… მაგრამ მოხდა სასწაული – ივო შუშაკის გუნდმა ტირანაში, ძირითადი და...
კოვიდ-ფასდაკლება არ იქნება
„ლევერკუზენის” დირექტორი, წარსულში საუცხოო გერმანელი თავდამსხმელი რუდი ფიოლერი მიიჩნევს, რომ მის კლუბს, 21 წლის კაი ჰავერცის დონის ფეხბურთელი ათწლეულებია არ ჰყოლია. ფიოლერმა იტალიურ „გაძეტა დელო სპორტს” უთხრა: „აქ, ლევერკუზენში, ჩემს ხელში უკვე თაობებმა გაიარეს და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის ასეთი არავინ ყოფილა. ჩვენთან თამაშობდნენ ემერსონი, ბალაკი, ზე რობერტო და კროოსი, მაგრამ ჰავერცი მათ სჯობია”. ფიოლერმა...
ვიდალის ოქრო დამთავრდა
„ბარსელონას“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა საჩემპიონო სერია შეწყვიტა. დასრულებული პრიმერა დივიზიონის შემდეგ ბარსელონელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩნენ. ვიდალისთვის ეს გამოდგა პირველი სეზონი ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ოქროს მედალი ვერ მიიღო. არტურო ოქროს მედლის გარეშე ბოლოს 2011 წელს დარჩა, როდესაც „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა. მას შემდეგ ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 4-ჯერ მოიგო,...
ემრე უნდა მოგზაურობა
საზღვარგარეთ გატარებული ექვსი წლის შემდეგ 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ემრე ჩანი გერმანიაში დაბრუნდა და „დორტმუნდის” საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ კლუბის, სადაც ვთამაშობდი („ლივერპული”, „იუვენტუსი”). უდიდესი გამოცდილება შევიძინე. უცხოეთში როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი გავიზარდე, დავღვინდი. იქ საუცხოო წლები გავატარე”. შემდეგ ჩანმა უფრო დაწვრილებით დაახასიათა ქვეყნები, სადაც ბურთის გორება მოუხდა. „ინგლისში...
ევროპა ლიგა გერმანიაში დასრულდება
გაიმართა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა. როგორც ჩემპიონთა ლიგაის გათამაშებაში, ამ ტურნირზეც, ჯერ არ გამართულა მერვედფინალის საპასუხო მატჩები. წინასწარი წილისყრით კი მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „შახტარი“ (უკრაინა) VS „ვოლფსბურგი“ (გერმანია) – „ბაზელი“ (შვეიცარია) VS „აინტრახტი“ (გერმანია) (1); „ლინცერი“ (ავსტრია) VS „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – „ბაშაკშეჰირი“ (თურქეთი) VS „კოპენჰაგენი“ (დანია) (2); „ინტერი“ (იტალია) VS...
ჰავერცის ფასს ლიგა დაადგენს
„ლევერკუზენის“ უფროსობა ამბობს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში თუ მოხვდება კაი ჰავერცის ფასს დააგდებს. ფეხბურთელის ამჟამინდელი ღირებულება 100 მილიონი ევრო არის, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შემთხვევაში კი გუნდი ჰავერცს 77 მილიონად შეელევა. დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით, „ლევერკუზენს“ 32 მატჩში 60 ქულა აქვს და ზუსტად იმ მეოთხე ადგილზე იმყოფება, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირზე გასვლის უფლებას იძლევა, თუმც ჯერ...
თამაშ-თამაშ ფინალი
გერმანიის მეოთხე ლიგის ბინადარი „საარბრუკენი“ წინასწარვე განწირული იყო. 94-დღიანი უქმობის შემდეგ ძნელია დაუპირისპირდე გუნდს, რომელსაც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს. „ლევერკუზენმა“ 3 გოლი იკმარა, თუმცა ბურთის ფლობის პროცენტი 83 იყო. ლევერკუზენული გუნდი გერმანიის თასის ფინალშია და „ბაიერნი“-„აინტრახტის“ წყვილში გამარჯვებულს ელოდება. სხვათა შორის შარშანწინ მიუნხენის „ბაიერნს“ სწორედ „აინტრახტმა“ აართვა ქვეყნის თასი.
კაი ბიჭი
„ლევერკუზენში“ კაი ჰავერცის დებიუტი 2016 წლის 15 ოქტომბერს, ბრემენის „ვერდერთან“ 2:1 მოგებული შეხვედრისას შედგა. მაშინ, ის 17 წლისა და 126 დღის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ფარმაცევტების“ ფორმა მოირგო. ლევერკუზენელთა ტალანტმა ბუნდესლიგის რეკორდიც დაამყარა, აქამდე არავინ ყოფილა, ამ ასაკში 35 გოლი გაეტანა. კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ის დიდებულ ფორმაში...
გიოტცე ფარმაცევტი
მარიო გიოტცეს „დორტმუნდთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება. კლუბმა კი 27 წლის გერმანელს ერთი თვის წინ აცნობა, რომ მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აღარ აპირებს, ანუ სამომავლო გეგმებში არ შედის. ახლა კი გერმანული საიტები გადაწყვეტით წერენ, რომ წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებით მარიო გიოტცე ზაფხულიდან „ლევერკუზენში“ ითამაშებს, თუმც კლუბებს ახალი ამბავი ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. ისე, სად ახლანდელი და...









