„ლევერკუზენის“ უფროსობა ამბობს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში თუ მოხვდება კაი ჰავერცის ფასს დააგდებს.
ფეხბურთელის ამჟამინდელი ღირებულება 100 მილიონი ევრო არის, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის შემთხვევაში კი გუნდი ჰავერცს 77 მილიონად შეელევა.
დღევანდელი სატურნირო მდგომარეობით, „ლევერკუზენს“ 32 მატჩში 60 ქულა აქვს და ზუსტად იმ მეოთხე ადგილზე იმყოფება, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირზე გასვლის უფლებას იძლევა, თუმც ჯერ ეს ადგილი გარანტირებული არ აქვს – ორი ტური კიდევ წინაა.
კაის შეძენით მადრიდის „რეალი“, მიუნხენის „ბაიერნი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, ლონდონის „ჩელსი“ და „ლივერპული“ არიან დაინტერესებულნი.
თავად ფეხბურთელისთვის პრიორიტეტული „რეალია“. „თეთრებმა“ მანამდე მიმართეს წინადადებით „ლევერკუზენს“, მაგრამ უარი მიიღეს. მიზეზი არასასურველი ფასი იყო. რა იქნება მისი შემცირების შემდეგ, ამას მომავალი გვიჩვენებს.
მიმდინარე სეზონში, ყველა საკლუბო ტურნირზე, ჰავერცმა საკუთარ აქტივში 15 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
