ჭდე: ოსმან დემბელე

Home ოსმან დემბელე
კლოპმა ჯიბეში ხელი ჩაიყო
ჩანაწერი

კლოპმა ჯიბეში ხელი ჩაიყო

დღე ისე არ გავა, 21 წლის ფრანგ თავდამსხმელზე ოსმან დემბელეზე რაიმე ახალი რომ არ ითქვას. ამჯერად, „სანმა” გამოაცხადა, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ლივერპულის” მწვრთნელის იურგენ კლოპის ინტერესი ბარსელონელის მიმართ. კლოპი მზად ყოფილა მასში 85 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, რაც კლუბის რეკორდია. აქამდე ყველაზე დიდი თანხა, რომელიც გერმანელმა მწვრთნელმა ფეხბურთელში გადაიხადა 75 მილიონი გირვანქა გახლდათ. ამ...

დემბელე პრობლემად იქცა
ჩანაწერი

დემბელე პრობლემად იქცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ოსმან დემბელეს დაგვიანებებზე ილაპარაკა — მოგეხსენებათ, დემბელეს რეგულარული დაგვიანება მის კლუბში, „ბარსელონაში”, უკვე პრობლემად იქცა. „კარგად ვიცი ყოველი დაგვიანების შემდეგ როგორც იმართლებს ხოლმე ოსმანი თავს, — თქვა მსოფლიოს ჩემპიონთა თავკაცმა, — როდესაც შენიშვნას აძლევ, ის გპასუხობს: კი მაგრამ, მარტო მე ხომ არ ვიგვიანებ. სამწუხაროდ, დემბელეს ეს ცუდი ჩვევა სისხლში...

სად იყო სანამ კუჭი აეშლებოდა?
ჩანაწერი

სად იყო სანამ კუჭი აეშლებოდა?

„ბარსელონას” თავდამსხმელმა ოსმან დემბელემ ხუთშაბათს ვარჯიში გამოტოვა. ოფიციალური მიზეზი: გასტროენტერიტი. თუმცა, ფრანგის გაცდენა მაინც გარკვეულწილად სკანდალური გამოდგა. RAC1-ის ცნობით „ბარსას” საათნახევარი დასჭირდა სანამ რაიმეს დაადასტურებდა ან უარყოფდა. კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელს ეძებდნენ და ვერ პულობდნენ. ბოლოს, როგორც იქნა დაუკავშირდნენ. იმ დროისთვის, როდესაც დემბელემ სატელეფონო ზარს უპასუხა, ის შინ იყო და კუჭ-ნაწლავის უწესრიგობისგან იტანჯებოდა. RAC1 ამბობს, რომ „ბარსელონამ” სასწრაფოდ...

ბარსელონა და თასმების შეკვრა
ჩანაწერი

ბარსელონა და თასმების შეკვრა

კატალონიური გამოცემა „სპორტი” კვლავ „სევილიასთან” ლეო მესის დაშავების მომენტს უბრუნდება და ამტკიცებს, რომ გუნდი მოუმზადებელი აღმოჩნდა — „ბლაუგრანას” ფეხბურთელის შესაცვლელად მთელი 10 წუთი დასჭირდა. ივან რაკიტიჩი: „სამომავლოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ფეხბურთელის შეცვლა სწრაფად არის საჭირო. ჩვენ ცოცხლად მოქმედებისთვის უნდა ვიყოთ მზად. „სევილიასთან” ძალიან დიდხანს ვიყავით კაცნაკლული”. „ბარსელონას” ხორვატი ნახევარმცველი ოსმან დემბელეს მოედანზე შესვლის გაჭიანურებულ პროცესს...

დემბელე ბარსელონაში შეშინებულია
ჩანაწერი

დემბელე ბარსელონაში შეშინებულია

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ ოსმან დემბელეს „ბარსელონაში” თავისი მდგომარეობა არ მოსწონს. გასულ სეზონში იყო და ძირითადი შემადგენლობისკენ გზა ვერ გაიკაფა, ახლა არის და მისი მომავალი ბუნდოვანია. მდგომარეობა ბრაზილიელი მალკომის გამოჩენამ დაძაბა. ის 21 წლის მსოფლიოს ჩემპიონის პირდაპირი კონკურენტია. დემბელეს პრობლემა სათამაშო დროა. ესპანეთის ჩემპიონთა ხელმძღვანელებმა მისი დაწყნარება სცადეს, დაჰპირდნენ, რომ სათადარიგოთა სკამზე არ დარჩებოდა და...

ბარსას დიდი წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე
ჩანაწერი

ბარსას დიდი წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე

კატალონიური „სპორტი” წერს, რომ საფრანგეთის ნაკრები მეტისმეტად მაღალი კლასის გუნდი იყო საიმისოდ, რომ ფინალში მისთვის ხორვატიას მოეგო და „ბარსას” ფეხბურთელების მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს. „საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხორვატიას 4:2 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონას” ორი ფეხბურთელი შინ ოქროს მედლით ბრუნდება — სამუელ უმტიტი და ოსმან დემბელე საფრანგეთის გამარჯვებული ნაკრების წევრები იყვნენ. დაჯილდოების ცერემონიალზე ორივემ,...

დემბელე ცუდად მოიქცა
ჩანაწერი

დემბელე ცუდად მოიქცა

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა „შპორტ ბილდს” ინტერვიუ მისცა, რომლდანაც საკუთრივ გერმანულ გამოცემას ყველაზე საინტერესოდ ორი ფრაგმენტი მიაჩნია. ერთი საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონი (რომელსაც თავად დეშამი კაპიტნობდა) და დღევანდელი ნაკრებების შედარება გახლავთ. „ჩვენ თითქმის ყველანი 30 წელს ვიყავით მიტანებული. გუნდში ყველა ლიდერი იყო, არავინ არავის შეჰყურებდა. ფაქტობრივად ყველას გამოვლილი გვქონდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი და...

თქვენ რას იზამდით დემბელეს ადგილზე?
ჩანაწერი

თქვენ რას იზამდით დემბელეს ადგილზე?

20 წლის ოსმან დემბელემ ფრანგულ „ონზ მონდიალს” ინტერვიუ მისცა. გასულ ზაფხულს „დორტმუნდიდან” „ბარსელონაში” 105 მილიონ ევროდ გადასულ თავდამსხმელს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ ნანობს გერმანული კლუბიდან წასვლას. დემბელემ, რომელიც ესპანეთში გადასვლისთანავე დაშავდა და მას მერე თამაშის ნაცვლად მკურნალობს, უპასუხა: „ვნანობ და არც ვნანობ. ზაფხულზე ვფიქრობდი, რომ იცნების ახდენის საშუალება მეძლეოდა და ის ხელიდან არ უნდა გამეშვა....