„ბარსელონას” თავდამსხმელმა ოსმან დემბელემ ხუთშაბათს ვარჯიში გამოტოვა. ოფიციალური მიზეზი: გასტროენტერიტი. თუმცა, ფრანგის გაცდენა მაინც გარკვეულწილად სკანდალური გამოდგა.
RAC1-ის ცნობით „ბარსას” საათნახევარი დასჭირდა სანამ რაიმეს დაადასტურებდა ან უარყოფდა. კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელს ეძებდნენ და ვერ პულობდნენ. ბოლოს, როგორც იქნა დაუკავშირდნენ. იმ დროისთვის, როდესაც დემბელემ სატელეფონო ზარს უპასუხა, ის შინ იყო და კუჭ-ნაწლავის უწესრიგობისგან იტანჯებოდა. RAC1 ამბობს, რომ „ბარსელონამ” სასწრაფოდ გააგზავნა თავისი ექიმები ფეხბურთელთან სახლში. მათ ფრანგი მართლა შინ დახვდათ. ექიმებმა გასტროენტერიტი დაადასტურეს.
დემბელეს ამბავი იმიტომ იპყრობს ყურადღებას, რომ ფორვარდი კატალონიის დედაქალაქში დისციპლინით არ გამოირჩევა. მაგალითად, ის ვარჯიშზე რეგულარულად იგვიანებს, რაც „ბლაუგრანას” მწვრთნელებისთვის უკვე პრობლემად იქცა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
