დღე ისე არ გავა, 21 წლის ფრანგ თავდამსხმელზე ოსმან დემბელეზე რაიმე ახალი რომ არ ითქვას. ამჯერად, „სანმა” გამოაცხადა, რომ მისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი „ლივერპულის” მწვრთნელის იურგენ კლოპის ინტერესი ბარსელონელის მიმართ. კლოპი მზად ყოფილა მასში 85 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, რაც კლუბის რეკორდია.
აქამდე ყველაზე დიდი თანხა, რომელიც გერმანელმა მწვრთნელმა ფეხბურთელში გადაიხადა 75 მილიონი გირვანქა გახლდათ. ამ ფულით „ლივერპულმა” ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დიიკი იყიდა.
მოგეხსენებათ, დემბელეს „ბარსელონაში” პრობლემები აქვს, რომლებიც მის უდისციპლინობასთან არის დაკავშირებული.
„სანი” წერს, რომ კლუბთან დაძაბულობის მიუხედავად, ფრანგ თავდამსხმელს „ბარსელონაში” უნდა დარჩენა, რის შესახებაც მისმა აგენტმა მუსა სისოკომ განაცხადა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
