„ბარსელონამ” კვლავ შეძლო ეს! ეს გახლდათ ესპანეთის სამეფო თასზე მესამე შემთხვევა, რომელიც „ბლაუგრანამ” დამატებით დროში გადაიყვანა — ვეტერანმა ჟერარდ პიკემ, 94-ე წუთზე, თავური დარტყმით ორი შეხვედრის ჯამური ანგარიში 2:2 გახადა. „ბარსას”, ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში, „სევილიასთან” 0:2 ჰქონდა წაგებული. საპასუხოში მასპინძელთა პირველი გოლი, მე-12 წუთზე, ოსმან დემბელემ გაიტანა. ეს იყო ძალიან ლამაზი ეპიზოდი, რომელსაც ვიდეოზე გთავაზობთ....
ჭდე: ოსმან დემბელე
ბარსელონას მესამე 120
„ბარსელონა” ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალშია. ხოლო, ვისაც აცილებული პენალტებისა და ზოდადად პრობლემების ამბავი გაინტერესებთ, კითხვა აქ შეწყვიტეთ, — წერს კატალონიური „სპორტი”. „ბლაუგრანამ” სეგუნდა დივიზიონის „კორნელას” დამატებით დროში 2:0 მოუგო. ამ შეხვედრაში არ თამაშობდა ლეო მესი, დანარჩენები კი ფანტაზიის გარეშე დარბოდნენ. ეს გახლდათ მესამე სათასო თამაში, რომელიც „ბარსას” დამატებით დროში გადაუვიდა. რონალდ კუმანის გუნდს სუპერთასის ორივე...
მესის გარეშე არაფერი გამოდის
„ბარსელონამ” ცუდად ითამაშა — შინ, „ეიბართან”, 1:1-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა. ამ შეხვედრას ლეო მესი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. და ვინაიდან, მეხოტბის შეფასებაზე საინტერესო ყოველთვის კრიტიკოსის აზრია, გთავაზობთ, მადრიდული „მარკას” წერილს, თუმცა, მანამდე ვთქვათ, რომ მე-8 წუთზე ბარსელონელმა თავდამსხმელმა მარტინ ბრაიტვაითმა პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ იმავე ბრაიტვაითს ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალეს, რასაც მეორე ტაიმში მოჰყვა ეიბარელი...
არსადაც არ წავა!
სამუელ უმტიტი შეთავაზებებს არ უსმენს. ფრანგ მცველს „ბარსელონას” დატოვება არ უნდა. მას სურს კვლავ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდეს და იმედიანადაა — ახალმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა დაამშვიდა, ჩემს ხელში ეს სრულიად შესაძლებელიაო. მართლაც, სეტიენისთვის ის მესამე ცენტრალური მცველი არ არის. ის უკვე კლემენტ ლენგლეს რეალური კონკურენტია, ძირითად შემადგენლობაში ჟერარდ პიკეს გვერდით რომ დაიკავოს ადგილი. უმტიტი...
უსარგებლო მილიონები
ფეხბურთისა და ფულის ურთიერთობა ყოველდღიურად უფრო მეტად ღრმავდება. ფეხბურთელების ხელფასები, მათ შესაძენად გადახდილი თანხები და ის ყოველწლიური ხარჯები, რაც საფეხბურთო კლუბებს აქვთ, უბრალოდ ასტრონომიულია. 2017 წლის ზაფხულში, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ფასად ნეიმარის „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადასვლამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ერთი შეხედვით დალაგებულ სატრანსფერო ბაზარზე, ფასები ერთი-ორად გაიზარდა და თუ კი 3 წლის წინ მადრიდის „რეალი“ ფერლან...
არა მესითა ხოლო მოიგებს ბარსელონა
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში, სტუმრად გატანილი გოლებით ვერ დაიკვეხნის. ისევ მესი თუ შეაგდებსო, ამბობს გამოცემა და მაგალითად პრაღაში ჩატარებული ბოლო თამაში მოყავს. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო. ორი გოლიდან ერთი მესიმ შეაგდო, მეორე კი… ჩეხებმა თავიანთ კარში გაიტანეს. სტუმრად უგოლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლუის სუარესი ყოფილა. აგერ უკვე...
შენ ხარ ძალიან ცუდი!
„ბარსელონასა” და „სევილიას” შეხვედრაში რაც მოხდა გახსოვთ: მსაჯმა მატეუ ლაოსმა „ბლაუგრანას” ფორვარდი ოსმან დემბელე მოედნიდან გააძევა. მიზეზი: მოუზომელი სიტყვა. „ბარსას” ლიდერმა ლეო მესიმ, როგორც კაპიტანმა, დემბელე დაიცვა. თურმე ნუ იტყვით და მას ლაოსისთვის ასე უთქვამს: „ძალიან ცუდი. შენ ხარ ძალიან ცუდი”. ამ სიტყვების გაგონებაზე მსაჯმა არ იყოყმანა, ჯიბიდან წითელი ბარათი ამოიღო და 22 წლის ფრანგი...
ბაიერნის გეგმები
„ბაიერნი” ლეროი სანეს „მანჩესტერ სიტიდან” ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე მუშაობს. 23 წლის სანე პრემიერლიგაში გადასვლამდე „შალკეში” თამაშობდა. მაგრამ, იმ შემთხვევისთვის თუ სანეს გადაბირება არ გამოვა, „რეკორდმაისტერი” „ბ” გეგმას ამზადებს. „შპორტ ბილდის” ინფორმაციით „ალიანს არენაზე” „ბარსელონასგან” ფრანგი ოსმან დემბელეს გამოსყიდვაზე ფიქრობენ. დემბელე 22 წლისაა. ცნობილია, რომ ბავარიელთა ერთ-ერთი დიდი შეფი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, დემბელეს ბავშვობიდან აკვირდებოდა და ჯერ კიდევ 2016...
ერნესტო ვალვერდეს ტანჯვა და შვება
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს განგებამ სიკეთე და უბედურება ერთი სახით გამოუგზავნა — მას ოსმან დემბელე ჰქვია. ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც წინა კვირებში ლანძღვის საგანი იყო, ახლა ქება-დიდების ობიექტია. „ატლეტიკოსთან” ბოლო ტურის შეხვედრაში მან 90-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და „ბარსა” წაგებისგან იხსნა. ესპანური ლიგის ყველაზე მოუწესრიგებელი მოთამაშე იმავდროულად ყველაზე საჭირო ფეხბურთელი გამოდგა. მადრიდში,...
დემბელეს შპანა ბარსელონაში
„ბარსელონას” ფრანგი თავდამსხმელის ოსმან დემბელეს შესახებ ბოლო დროს რამდენჯერმე მოგახსენეთ. მიზეზი: 21 წლის ფეხბურთელმა თავისი დაგვიანებებითა და უდისციპლინობით კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები შეაწუხა. ერთი ხნის წინ მსოფლიოს მოედო ამბავი, რომ დემბელე ავად გახდა, ენტეროვირუსი სჭირდა და ვარჯიში გააცდინა, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ის იყო, რომ სანამ ავადმყოფობის ამბავს შეიტყობდნენ, ბარსელონელები მას ვერაფრით უკავშირდებოდნენ. ახლა, ორიოდ კვირა...








