სტრასბურში 1:2 დამარცხების მეორე დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ ფეხბურთელები პუასი კამპუსში სავარჯიშოდ გამოცხადდნენ. წამყვან ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელიც ლუის ენრიკემ ელზასში დაასვენა, კვლავ შეუდგა საქმეს, თუმცა მათ შორის ოსმან დემბელე არ ყოფილა. პარიზელთა გუნდის თავდამსხმელი, რომელმაც „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ფეხი იტკინა, გამოჯანმრთელების გზას ადგას. და მაინც, კვირას ის დარბაზში დარჩა, რადგან ექიმებს გარისკვა...
ჭდე: ოსმან დემბელე
დემბელეს საქმე ჯერ საეჭვოა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში ოსმან დემბელემ შეიძლება ვერ ითამაშოს. „არსენალისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ დაპირისპირების პირველ შეხვედრაში ლონდონის „ემირეით სთედიუმზე’’ ფრანგმა თავდამსხმელმა მარჯვენა ბარძაყი იტკინა და მოედანი საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე დატოვა. დემბელემ ოთხშაბათს დაისვენა და ხუთშაბათს, გვიან შუადღისას, დანარჩენი თანაგუნდელების მსგავსად კამპუსში გამოცხადდა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო გუნდურ წვრთნაში მონაწილეობა არ მიუღია....
შეუტევს დემბელე ანრის?
ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი 27 წლის ოსმან დემბელე შესანიშნავ ფორმაშია. 2025 წელს მას გოლი გოლზე გააქვს. ბოლო შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგაში, „ბრესტს’’ ორჯერ გაუტანა და ახლა, მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 28 მატჩში 23 შედეგიანი დარტყმა დაუგროვდა. აღსანიშნავია, რომ დემბელეს მოედანი „მშრალად’’ ზედიზედ 8 შეხვედრაში არ დაუტოვებია. ფრანგული პრესა წერს, რომ თავდამსხმელს უკვე შეუძლია ტიერი ანრის რეკორდის...
დეშამი დემბელეს ცენტრფორვარდად ვერ ხედავს
ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენის’’ 9 ნომერი ოსმან დემბელე გახდა. მან ახალ პოზიციაზე ფეხი მყარად მოიკიდა, გოლები გაიტანა. ზედიზედ ორჯერ, „შტუტგარტთან’’ ჩემპიონთა ლიგასა (4:1) და „ბრესტთან’’ ლიგა 1-ში დემბელემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. რაც 2025 წელი დაიწყო, მასზე მეტი ევროპის ლიგებში ვერავინ გაიტანა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელისთვის დიდიე დეშამისთვის ეს არგუმენტი არ არის. ის დემბელეს ცენტრალურ თავდამსხმელად...
კვარას 58 წუთი
„ბრესტსა’’ და „პარი სენ ჟერმენს’’ შორის გამართული გოლებით უხვი სპექტაკლის ბოლოს ტაბლოზე პარიზელ სტუმართა სასარგებლო ანგარიში 5:2 ეწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ 58 წუთი ითამაშა. შეხვედრის დასაწყისში ერთი ეფექტური პასი შეასრულა და მეტად ხელსაყრელი მომენტიდან გოლი ვერ გაიტანა. Flashscore-მა ქართველს 6.6 ქულა დაუწერა, whoscored-მა – 6.3, ხოლო sofascore-მა 6.0. მატჩის გმირი კი გახდა ოსმან დემბელე, რომელმაც ჰეთ-თრიკი...
დემბელე ბარსელონას ბაზაზე ჯერჯერობით არ დადის
„ბარსელონაში” 25 წლის ფრანგი ოსმან დემბელეს შესაძლო დაბრუნება გადაიდო, არადა დღეს გუნდი სეზონისწინა შეკრებას იწყებს. ფლანგის მოთამაშემ კატალონიის დედაქალაქის კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე ვერ მოილაპარაკა. ის თავისუფალი აგენტი გახდა, თუმცა აშკარაა, რომ „ბლაუგრანაში” სურს დარჩენა. ფეხბურთელის წარმომადგენლები „ბარსელონასთან” მოლაპარაკებებს განაგრძობენ. „ბარსას” პირობა ასეთია: ახალი კონტრაქტი 2024 წლამდე და ხელფასის 40 პროცენტით შემცირება. კატალონიაში დარწმუნებულები არიან, რომ...
რატომ ქომაგობს ატლეტიკო ნიუკასლს?
მას მერე, რაც „ნიუკასლ იუნაიტედი“ საუდის არაბეთის კონსორციუმმა იყიდა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი კლუბია. მეორე მხრივ, „კაჭკაჭები“ ფული სულ ახლახან იშოვეს და ამას მათთვის ჯერ წარმატება არ მოუტანია — გუნდი 20 ტურის შემდეგ პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა. ამიტომაც ლოგიკურია, რომ კლუბი იანვრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს. მან „ბარნლის“ თავდამსხმელ კრის ვუდში 30 მილიონი გირვანქა გადაიხადა. მის...
დემბელემ იუვე დაიბევა და ძიებას აგრძელებს
ოსმან დემბელეს „ბარსელონაში“ რთული პერიოდი უდგას. რამდენიმე კვირის წინ კლუბი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა, მაგრამ ხელფასად ფეხბურთელისთვის არასასურველ თანხას სთავაზობდა. „ბარსელონას“ მიაჩნია, რომ გადაჭარბებული ჯამაგირები აღარ უნდა დანიშნოს. რასაკვირველია, ლაპარაკია კლუბის აზრით გადაჭარბებულ გასამრჯელოებზე. საბოლოოდ, ფრანგსა და ესპანურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და როგორც კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ შეიტყო, დემბელეს აგენტს „იუვენტუსთან“ გაუკვაჭავს საქმე. ზაფხულში...
თუკი ჩაეძინა, კუმანის ბრალი არ არის
კატალონიური პრესა წერს, რომ „ატლეტიკოსთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ ლა ლიგის ჩემპიონობა „ბარსელონასთვის” ჯერ ფუჭი ოცნება არ არის, მაგრამ რეალურიც აღარაა. უფრო ფუჭ ოცნებასთან არის ახლოს. „ბარსას” „კამპ ნოუზე” მადრიდელი სტუმრები აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ვერ შეძლო: ოსმან დემბელემ, ლეო მესიმ და ილიაშ მორიბამ თავიანთი წილი მომენტები ვერ გამოიყენეს. თავის მხრივ, ვერც „ატლეტიკომ” მოახერხა გოლის...
ბარსამ ბოლოწამს მოიგო
ოსმან დემბელემ „ბარსელონა” მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვას გადაარჩინა. ფრანგმა „ვალიადოლიდის” კარში 90-ე წუთზე გაიტანა გოლი, რომლის წყალობითაც „ბლაუგრანა” ლიდერ „ატლეტიკოს” ახლა უკვე ერთი ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში, მადრიდში, „ელ კლასიკოა” და ის ფრედაც რომ დამთავრდეს, გახდება თუ არა „ბარსა” ჩემპიონი, მაინც მის ხელში იქნება. დემბელე მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს. ალბათ შეიძლება ითქვას, რომ გაბრწყინების ისეთ წამს,...









