ოსმან დემბელეს „ბარსელონაში“ რთული პერიოდი უდგას. რამდენიმე კვირის წინ კლუბი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობდა, მაგრამ ხელფასად ფეხბურთელისთვის არასასურველ თანხას სთავაზობდა. „ბარსელონას“ მიაჩნია, რომ გადაჭარბებული ჯამაგირები აღარ უნდა დანიშნოს. რასაკვირველია, ლაპარაკია კლუბის აზრით გადაჭარბებულ გასამრჯელოებზე.
საბოლოოდ, ფრანგსა და ესპანურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა და როგორც კატალონიურმა გაზეთმა „სპორტმა“ შეიტყო, დემბელეს აგენტს „იუვენტუსთან“ გაუკვაჭავს საქმე.
ზაფხულში დემბელეს „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ვადა გაუდის. „სპორტმა“ აგრეთვე შეიტყო, რომ მართალია, ფეხბურთელის ბანაკმა „იუვესთან“ ყველაფერი მოაგვარა, დემბელეს მაინც უღვივის იმედი, რომ მასთან თანამშრომლობის სურვილს „პარი სენ ჟერმენი“ გამოთქვამს და მისი სამომავლო გეგმები შეიცვლება.
„იუვენტუსის“ გარდა დემბელეს შეძენით დიდი ხანია დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედი“, ბოლოხანს კი საქმეში „არსენალიც“ ჩაერია. მიკელ არტეტას პროექტი ახალგაზრდებს ეფუძნება და ესპანელი მწვრთნელი ფიქრობს, რომ დემბელე გამოადგება.
სულ ბოლოს კი გამოჩნდა ახალი გამდიდრებული „ნიუკასლ იუნაიტედი“. თუ ვინმეს დემბელესთვის მისთვის სასურველი ხელფასის დანიშვნა შეუძლია, ეს უპირველეს ყოვლისა „კაჭკაჭები“ არიან, თუმცა ამბობენ, რომ ფეხბურთელი მათ იწუნებს. მიზეზი: „ნიუკასლი“ პრემიერლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
