
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაქო მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ვალვერდეს ჰეთ-თრიქმა არ გამაკვირვა, მაგრამ მისი გოლები ძალიან მომეწონა. ისინი საოცარი იყო. მატჩის შემდეგ მივწერე: „სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს“, – თქვა კარლო ანჩელოტიმ.
ვალვერდემ ამ სეზონში 40 საკლუბო მატჩი ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა. 27 წლის ნახევარმცველი ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, სადაც 71 მატჩი ჩაატარა, რვა ბურთიგაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა…
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/10/2026 | 21:22ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:19იამალი გენიოსია!
აქეთურ-იქითური20/10/2026 | 16:11ბათუმი 9-დან 8
აქეთურ-იქითური13/10/2026 | 20:32ბათუმი ისევ პირველია
