მადრიდის „რეალი“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს წითელ ბარათს გაასაჩივრებს ლა ლიგის 29-ე ტურის მატჩში „ატლეტიკოსთან“ 3:2 გამარჯვების შემდეგ. კლუბი გაძევებას გაუმართლებლად მიიჩნევს, ხოლო მოთამაშის მიერ ჩადენილ ქმედებას მხოლოდ ყვითელი ბარათის საფუძვლად. ურუგვაელმა 77-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო სტუმარი ფეხბურთელის, ალექს ბაენას ფეხზე დაბიჯებისთვის. ოფიციალურ ოქმში მსაჯმა ხოსე მუნუერა მონტერომ დაწერა, რომ ვალვერდე მოედნიდან გააძევეს ბურთისთვის მიუწვდომელ...
ჭდე: ფედერიკო ვალვერდე
სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაქო მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ფედერიკო ვალვერდეს თამაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ, სადაც მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. „ვალვერდეს ჰეთ-თრიქმა არ გამაკვირვა, მაგრამ მისი გოლები ძალიან მომეწონა. ისინი საოცარი იყო. მატჩის შემდეგ მივწერე: „სამწუხაროა, რომ ბრაზილიური პასპორტი არ გაქვს“, – თქვა კარლო ანჩელოტიმ. ვალვერდემ ამ სეზონში 40 საკლუბო მატჩი ჩაატარა,...
ბაენამ ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა
„ვილიარეალის“ ნახევარმცველმა, ალექს ბაენამ, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა. მანამდე Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ურუგვაელმა ბაენას ავტოსადგომზე დაარტყა, მისი ძლივს გადარჩენილი ბავშვის დაცინვის გამო. თავად ბაენა უარყოფს ვალვერდეს ახალშობილის დაცინვის ფაქტს. “ვილიარეალი“ ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერ აქტს, მტკიცედ სჯერა ფეხბურთელის ვერსიის და მხარს დაუჭერს მას მთელი პროცესის განმავლობაში.” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში. მადრიდის „რეალი“...
ვალვერდე მილიარდ ევროდ
მადრიდის „რეალმა“ ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გაუფორმა ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს. „ურუგვაელ ბრილიანტად“ წოდებულ ფეხბურთელს კონტრაქტი 2025 წლამდე ჰქონდა, მაგრამ ფლორენტინო პერესმა თავი დაიზღვია – ვალვერდე მადრიდში 2027 წლამდე დარჩება. კონტრაქტის პირობებიდან ჯერ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი გამოსასყიდი თანხა სარეკორდო 1 მილიარდი ევროა. ასეთივე თანხაა მითითებული ქარიმ ბენზემას კონტრაქტშიც. 23 წლის ვალვერდე ზინედინ ზიდანის აღმოჩენად ითვლება...
პოგბა აღარ უნდათ
ფლორენტინო პერესი ალბათ უარს იტყვის „მანჩესტერიდან“ პოლ პოგბას გადაბირებაზე. ამის წინაპირობა სამეფო კლუბში ფედერიკო ვალვერდეს დამაჯერებელი თამაშია. ამას გარდა, „რეალი“ აპირებს „სოსიდადში“ განათხოვრებული მარტინ ედეგორი დაიბრუნოს. მადრიდში თვლიან, რომ ურუგვაელი და ნორვეგიელი საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველები არიან, მოედანზე დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებენ, რასაც პოლ პოგბა და თუ მწვრთნელის განკარგულებაში ორივე იქნება, პოგბაში უამრავი მილიონის გადახდა აზრს...




