„ვილიარეალის“ ნახევარმცველმა, ალექს ბაენამ, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეს პოლიციაში უჩივლა.
მანამდე Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ურუგვაელმა ბაენას ავტოსადგომზე დაარტყა, მისი ძლივს გადარჩენილი ბავშვის დაცინვის გამო.
თავად ბაენა უარყოფს ვალვერდეს ახალშობილის დაცინვის ფაქტს.

“ვილიარეალი“ ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერ აქტს, მტკიცედ სჯერა ფეხბურთელის ვერსიის და მხარს დაუჭერს მას მთელი პროცესის განმავლობაში.” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მადრიდის „რეალი“ ესპანური პრიმერას სატურნირო ცხრილში 59 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ 12 ქულით ჩამორჩება. „ვილიარეალი“ კი 47 ქულით მეხუთე ადგილზე დგას.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
