საქართველოს ქალთა ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს – ებრაელი ირის ანტმანი.
47 წლის ანტმანს 13-წლიანი სამწვრთნელო კარიერა აქვს. ხუთი წლის განმავლობაში ისრაელის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო, უმუშავია ისრაელის 17 და 19 წლამდე გოგონათა ნაკრებში.
2 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ერთა ლიგის 2023-2024 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართება. საქართველოს ნაკრები C ლიგაში იასპარეზებს. მატჩები 20 სექტემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.
ირის ანტმანის სამწვრთნელო კარიერა
2010-2015 – ისრაელის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი
2012-2019 – ისრაელის ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელი (16-19 წლამდე გუნდები)
2015-2017 – ისრაელის 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი
2018-2019 – ისრაელის 19-წლამდე გოგონათა ნაკრების მწვრთნელი
2022 – „ჰაპოელი ნოფ ჰაგალილის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/07/2026 | 23:30ნაკრები ჩინეთში, სოლიდარობის თასისთვის….
სიახლეები20/07/2026 | 17:22იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…
მთავარი ამბავი19/07/2026 | 21:13ორი ოქრო სარაევოდან
სიახლეები14/07/2026 | 22:24შვიდი წლის მერე…
