მადრიდის “რეალს” მიმდინარე სეზონში გოლების გატანა უჭირს: 18 შეხვედრაში მხოლოდ 36-ჯერ შეაგდო. საშუალოდ, თამაშში ორი გოლი გამოდის. შარშან, ამ დროისთვის, “ლოს ბლანკოსს” 11-ით მეტი, 47 ჰქონდა გატანილი; თანაც სამი შეხვედრით ნაკლები ჩატარებული. ანუ, ერთი წლის წინ საშუალო მაჩვენებელი იყო 3,13. ბოლო შეხვედრაში, “ტოტენჰემთან”, რომელიც მადრიდელებმა 1:3 წააგეს, მათ ცხრაჯერ დაარტყეს კარში და მხოლოდ ერთხელ შეაგდეს,...
ჭდე: რეალი
რვა ამბავი “რეალისა” და “ტოტენჰემის” შეხვედრიდან
ინგლისურმა გაზეთმა „დეილი მეილმა“ „ტოტენჰემ ჰოთსპურისა“ და „რეალის“ შეხვედრიდან (3:1) რვა გარემოებას მიაქცია ყურადღება. ზოგი საქართველოშიც შევამჩნიეთ, ზოგზე არც კი დავფიქრდებოდით. ვფიქრობთ, ამ რვა პუნქტის ჩამოწერა ინტერესსმოკლებული არ იქნება. პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო მიუხედავად იმისა, რომ „დეილი მეილი“ ინგლისური გამოცემაა და „სფურზის“ გამარჯვებით ხარობს, ის ობიექტურობას ინარჩუნებს და ამბობს, რომ ლონდონელთა პირველი გოლის დროს...
მოგზაურობა არსაით
სათაურს ესპანურ გაზეთ “მარკას” დავესესხეთ. კატალონიაზეა ლაპარაკი. კიდევ მარიდის “რეალზე”, რომელსაც ხვალ კატალონიაში, ჟირონაში აქვს თამაში. “რეალი” მესამეზეა, “ჟირონა” მეთხუთმეტეზე, ოღონდ ესპანეთის ჩემპიონატში. ქვეყანაში კი დიდი გაუგებრობაა: კატალონიის პარლამენტმა პარასკევს შუადღისას რესპუბლიკა გამოაცხადა. პასუხად, მადრიდში, ესპანეთის ხელისუფლებამ 21 დეკემბერს ახალი საპარლამენტო არჩევნები დაუნიშნა. ცხადია, როგორც ავტონომიას. უკან დახევას არც ერთი მხარე არ აპირებს. დანარჩენი მორევაზეა,...


