კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
მეცხრე ამბავი
ჩანაწერი

მეცხრე ამბავი

სარაგბო ნოემბერიც დადგა. თუკი აქამდე ეს თვე მსოფლიო რაგბისთვის ტესტ-მატჩების სეზონი იყო, ამიერიდან ნოემბერი „მსოფლიო რაგბის ჩემპიონატის და ერთა თასის მატჩებით იქნება დაკავებული. საქართველოს ბორჯღალოსნები ხსენებულთაგან მეორე ტურნირში – ერთა თასზე ასპარეზობენ და შეჯიბრების 6 მატჩიდან საწყისი 3-ის მოგებით, ჩვენი ნაკრები ევროპა-აფრიკა-აზიის ექვსეულში 14 ქულით ლიდერობს. ტურნირის ფორმატი ისეთია, რომ აღნიშნული პულის მონაწილეები 6 მატჩს...

აპოლომ აპოლონს მოუგო
ჩანაწერი

აპოლომ აპოლონს მოუგო

საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში „აპოლომ“ ევროთასის მეორე ტურში საბრძნეთის „აპოლონს“ უმასპინძლა და 21:20 მოიგო. თანაბარი მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც დმიტირი ალექსეევის ზუსტმა დარტყმამ „აპოლოს“ ევროთასზე პირველი გამარჯვება მოუტანა. აპოლოს შემადგენლობა იგორ ჩირკოვი (მეკარე), ვუკ დრაშკოვიჩი (3 გოლი), საბა ტყეშელაშვილი (1), სრდან ვუკსანოვიჩი (1), ანდრია ბითაძე (2), დუშან ვასიჩი (1), მატია სლადოვიჩი (1), ფილიპ გარდაშევიჩი...

მარცხი სკანდინავიელებთან
ჩანაწერი

მარცხი სკანდინავიელებთან

ხელბურთელთა ევრო-2028-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო. რუბენ გარაბიას გუნდი ბებერი კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდ ნორვეგიას ესტუმრა და 23:40 წააგო. სკანდინავიელებმა უპირატესობა თავიდანვე იგდეს ხელთ და 5:1 დაწინაურდნენ. რის შემდეგ მეთოდურად ზრდიდნენ სხვაობას და პირველი ტაიმი 20:12 მოიგეს. მეორე ტაიმი სრული ფორმალობა და ორივე გუნდისთვის კარგი ვარჯიში გამოდგა. ცხადია, ნორვეგიელები ბევრად უკეთესად გამოიყურებოდნენ...

კლოპმა გერმანია დაწურა
ჩანაწერი

კლოპმა გერმანია დაწურა

გერმანიის ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება და იურგონ კლოპმაც შემადგენლობა დასახელა. ბუნდესგუნდის ახალმა მწვრთნელმა პირველ შეკრებაზე 44 ფეხბურთელს უხმო, და სექტემბერ-ოქტომბრის მატჩებისთვის ორ გუნდად გადაანაწილა. კლოპს სურდა, საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ენახა და შემდეგ მათგან ძირითადი ბირთვი შეერჩია. ამჯერად კი გერანელთა დამრიგებელმა სანაკრები სია „დაწურა“ და მომავალი მატჩებისთვის 24 ფეხბურთელს უხმო. გერმანიის ნაკრები 13...

სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…
ჩანაწერი

სამი დებიუტანტი სვანაძის გუნდში…

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს დაიწყებს – საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მომავალი თამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უნგრეთს უმასპინძლებს, 17 ნოემბერს კი კოშიცეში უკრაინას დაუპირსპირდება. სვანაძემ ნაკრებში სამი დებიუტანტი გამოძახა – ბათუმის „დინამოს“ მეკარე ნოდარ ყალიჩავა, ტრნავის „სპარტაკის“ ნახევარმცველი გიორგი...

ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
ჩანაწერი

ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ

ლივერპულში მუდამ დამნაშავეს ეძებენ. ამისთვის ყველაზე კარგი სამიზნე ხშირად ახალწვეულია. გვახსოვს როგორ სტატიებსა და შეფასებებს უწერდნენ გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც წლეულს მხოლოდ სათასო შეხვედრებში უწევს მონაწილეობა. იმის გამო, რომ შედარებით იშვიათად ათამაშებენ მასზე კრიტიკოსთან თავდასხმებიც შემცირდა, თუმცა მის მიმართ ძველებური ტონი – ბურთებს კარგად იგერიებს მაგრამ კარგად მაინც ვერ თამაშობს – შენარჩუნებულია. და აი,...

რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
ჩანაწერი

რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები

ოთხშაბათს დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტური, რომლის შედეგად 36 გუნდიან ცხრილს 12 ქულით ანუ ოთხივე მოგებით „პარი სენ ჟერმენი“ და „რეალი“ ლიდერობენ. მესამეზეა ათქულიანი „არსენალი“, შემდეგ კი ცხრა ცხრაქულიანი გუნდია ჩამოწერილი. აუტსაიდერი გახლავთ უქულო ბრატისლავის „სლოვანი“, რომლის წინ ორი ერთქულიანი გუნდია – პრაღის „სლავია“ და „ლილი“, თუმცა რადგან ჯერ ყველაფერი წინ არის, ცხრილზე...

დინამო ფინალშია…
ჩანაწერი

დინამო ფინალშია…

თბილისის „დინამოს“ 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი დანიაში „კოპენჰაგენთან“ გამართა. პირველი თამაში თბილისში დინამოელებს 3-0 ჰქონდათ მოგებული და თითქოს, მომდევნო ეტაპზე გასვლა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ დანიაში თამაშის სცენარი მასპინძელთათვის სასიკეთოთ წარიმართა. დანიელები ჯერ სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, 44-ე წუთზე კი, როდესაც ანგარიში 2-0 იყო, რიცხვობრივი უპირატესობაც მოიპოვეს – არბიტრმა დინამოელთა...

სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
ჩანაწერი

სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ სათამაშო დღეს ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივეს პოზიცია და შედეგი განსხვავებული იყო. სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ საკუთარ არენაზე „მაიამი ჰიტი“ უშანსოდ დატოვა – 138:117. გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ქართველმაც შეიტანა: სანდრომ მოედანზე 27:53 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ხუთიდან სამი ორიანი,...

რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა
ჩანაწერი

რუსთავმა საჩუქარი ვერ გამოიყენა

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მთავარი მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა, სადაც ერთმანეთს ჩემპიონობის მაძიებლები ხვდებოდნენ. თბილისის „დინამომ“ თანაქალაქელ „იბერიას“ უმასპინძლა და უგოლოდ დაუზავდა – 0:0. „დინამოს“ გატანის მეტი შანსი ჰქონდა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა.  სხვა მხრივ, ეს თამაში იმით დაგვამახსოვრდა, რომ სტუმართა 17 წლის ნახევარმცველმა, ანდრია ბართიშვილმა, ჩანს, მძიმე ტრავმა მიიღო, მან ექიმების დახმარებით დატოვა მინდორი....