კატეგორია: სიახლეები

Home სიახლეები
სპაერმა დაძაბა
ჩანაწერი

სპაერმა დაძაბა

ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურში სატურნირო ცხრილში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა „ბათუმმა“ მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „სპაერთან“ სტუმტად წააგო და 12-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია დაასრულა. სპაერელებმა კი 16-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ტურის ბოლო შეხვედრაში „გაგრას“ ამირან ძაგანიას 84-ე წუთზე გატანილი ეთადერთი გოლით მოუგო და „ბათუმს“ ქულებით გაუთანაბრდა. ახლა ზღვისპირელებს და თბილისელებს 59-59 ქულა მოუგროვდათ,...

მამუს საუკეთესო მატჩი
ჩანაწერი

მამუს საუკეთესო მატჩი

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გამართა. სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსმა“ „ატლანტა ჰოუქსს“ სტუმრად 124:114 მოუგო, რაშიც ჩვენებურის წვლილი საკმაოდ დიდი იყო. მეტიც – სანდრომ „ლეიკერსის“ შემადგენლობაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მამუმ პარკეტზე 32:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. მამუკელაშვილმა ხუთიდან ორი ორქულიანი, რვიდან ხუთი სამქულიანი და...

… ათვლა ჭიდაობით დაიწყო
ჩანაწერი

… ათვლა ჭიდაობით დაიწყო

გიორგი ხარშილაძე დაკარიდან სარბიელისთვის ჩვენთვის ეს ტრადიციული ამბავია, ამჯერად კი ლეიბი ქვიშამ შეცვალა… სენეგალის დაკარსი მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი მედალი დავით მძევაშვილმა მოიტანა — ბრინჯაო. მეორე დღეს ლუკა მახარაძემ და ნურადინ მუსტაფაევმა თითო ვერცხლი მოიგეს. წინ კიდევ ოთხ სახეობა გვაქვს — კრივი, მძლეოსნობა, ფარიკაობა და ტაეკვონდო. იმედია, ჩვენი ყულაბა სამ მედალზე არ გაჩერდება. დაკარის...

რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება
ჩანაწერი

რამაზ სვანაძე – ახალი გუნდის ფორმირება იწყება

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებაზე ისაუბრა. „მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ვემზადებით. გვინდა, ამ თამაშებში დადებით შედეგს მივაღწიოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი შეკრებაა, სადაც შეგვიძლია ფეხბურთელებს ჩვენი იდეები გავუზიაროთ. ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ეს სხვა მოთამაშეებისთვის შანსი იქნება. ახალი გუნდის ფორმირება...

სუთიძის ლელოს ამარა
ჩანაწერი

სუთიძის ლელოს ამარა

„მსოფლიო რაგბის“ ერთა თასისა და ერთა ჩემპიონატის პარალელურად, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა – როგორც ტოპ 14-ში, ასევე პრო დ2-შიც. ვინაიდან ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ორივე ხსენებულ ლიგაში ჯამურად 22 ჩვენებური ვიხილეთ. უფრო სწორად, 22 განაცხადში იყო, მაგრამ „ბეზიეს“ ახალწვეული ომარ ოდიშვილი თავისი გუნდის მარქაფაში დაუსაქმებელი დარჩა. ტოპ 14 ლიგის ლიდერად მოქმედი...

ჟორჟი პასის გარეშე
ჩანაწერი

ჟორჟი პასის გარეშე

AS: „ის თავგამოდებით იბრძოდა, მაგრამ პასებით ვერ ამარაგებდნენ. ამ დღეს იღბალმა ზურგი აქვია“. ასე შეაფასა ცნობილმა მადრიდულმა გაზეთმა ჟორჟ მიქაუტაძის თამაში „ხეტაფეს“ წინააღმდეგ. მატჩი მასპინძლებმა მოიგეს – 2:0.  ქართველმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. ის ბურთის მისაღებად ბევრს მოძრაობდა, მოწინააღმდეგეები კი მჭიდროდ მეურვეობდნენ. ასეთ პირობებში მიქაუტაძემ 20 პასიდან...

პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო
ჩანაწერი

პსჟ-მ მოკრძალებული თამაშით მოიგო

ლიგა 1-ის მე-10 ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ტროას“ 1:0 მოუგო და ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია დაიბრუნა. გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ილია ზაბარნიმ გაიტანა. თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, „ტროას“ საკუთარი თავის მეტი რწმენა რომ ჰქონოდა, შესაძლოა უკეთესი შედეგისთვისაც მიეღწია. საქმე ის არის, რომ კვარაცხელიას, ჰაკიმის, მენდეშის, მარკინიოსის და დემბელეს გარეშე პარიზელებმა მოკრძალებული ფეხბურთი ითამაშეს, მაგრამ „ტროასთან“ მოსაგებად ეყოთ....

ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
ჩანაწერი

ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა

ბელგრადში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველო ნაკრები ევროპის ჩემპიონის რანგში ჩავიდა, მაგრამ ეს ტიტული ვერ შენინარჩუნა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. გურამ მოდებაძის გაწვრთნილი გუნდი ფინალში რუსეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა. ისიც ვთქვათ, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში გვაკლდა სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) და ყველა მატჩს 0:1 ჩამორჩენით ვიწყებდით. ასე იყო რუსეთთან, სადაც მარცხი ასევე ეთერ...

9 ლელო კენაქსთან
ჩანაწერი

9 ლელო კენაქსთან

საქართველოს ბორჯღალოსნებმა „მსოფლიო რაგბის“ 2026 წლის ერთა თასის მე-4 ტურშიც იმარჯვეს – კანადის ეროვნულ ნაკრებს 9 ლელო გაუტანეს და 59:14 დაამარცხეს. ეს იყო სარეკორდო სხვაობით მოგება „კენაქსთან“ დაპირისპირების აწ უკვე 9-მატჩიან ისტორიაში. მთლიანობაში პიერ-ანრი ბრონკანის მიერ მომზადებულმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, 9 მშვენიერი ლელო გაიტანა და სანახაობრივი რაგბიც ითამაშა, თუმცა ხარვეზებიც შეიმჩნეოდა. კერძოდ, გუნდმა ვერა...

კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში
ჩანაწერი

კვარა და პსჟ გინესის რეკორდების წიგნში

„პარი სენ ჟერმენი“ გინესის რეკორდების წიგნში, კერძოდ გამოშვება „ფეხბურთი 2027“-ში 12 მიღწევით შევიდა. პარიზელთა რეკორდებიდან 7 გუნდურია და 5 ინდივიდუალური. ისინი პარიზელებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამყარეს. საყოველთაო შეფასებით ამ 12 რეკორდიდან ყველაზე საამაყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული ფინალია. ლაპარაკია 2025 წლის 31 მაისს „ინტერთან“ მოგებულ 5:0-ზე. პსჟ-ს კიდევ ერთი რეკორდი გახლავთ...