სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ კონფერენციის ლიდერი „დეტროიტ პისტონსი“ 119:108 დაამარცხა და ფლეი ოფის ზონაში ადგილი შეინარჩუნა. მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე მხოლოდ 14.52 წუთი გაატარა. ჩვენიანმა ამ დროში 8 ქულის, 5 მოხსნისა და 2 ჩაჭრის მოგროვება მოასწრო. სანდრომ სამიდან ორი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. პასივში ორი დაკარგვა ჰქონდა,...
ჭდე: სანდრო მამუკელაშვილი
მეზობლები
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. საქმეში ორივე ქართველის გუნდი ვნახეთ, ორივემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და ორივე ფლეი ოფის ზონაშია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ 17.32 წუთი მიეცა. სანდრო გუნდს 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. მან...
გოგას ოთხიდან ოთხი
NBA-ში მორიგი მატჩების გამართეს ქართველების გუნდებმა და ისევ განსხვავებულად ითამაშეს. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 115:114 დაამარცხა. „დალასი“ მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე 4 ქულას იგებდა, მაგრამ ჯერ ჯეილენ საგსმა ჩააგდო სამქულიანი, სამი წამით ადრე კი ორლანდოელთა სასტარტო ცენტრმა, ვენდელ კარტერმა გუნდს გამარჯვება მოუტანა. გოგა სწორედ კარტერის სათადარიგოა და პარკეტზე 12.05 წუთით გამოჩნდა, რა...
სხვა როლი და თამაში…
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. თუმც, ისევ განსხვავებული როლებითა და შედეგებით. გოგა ბითაძე „ორლანდო“ – „ვაშინგტონის“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. მასპინძლებმა 126:109 მოიგეს და ჩვენებურმა გუნდის გამარჯვებაში საკუთარი წვლილიც დაიდო. ბითაძემ პარკეტზე 21.28 წუთი დაჰყო, რა დროშიც 9 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ სამიდან ორი ორქულიანი...
მოგებები სხვადასხვა როლებით
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. ორივემ მოიგო, მაგრამ ჩვენებურებს სხვადასხვა როლები ერგოთ. როგორც ხშირად ხდება, სანდრო მამუკელაშვილი მოედანზე იყო და გუნდს დაეხმარა, გოგა ბითაძეს კი არ უთამაშია. „ტორონტო“ მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, „მილუოკის“ ესტუმრა და 122:94 დაამარცხა, რაშიც სანდრომ სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუმ მოედანზე 22:44 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 4...
მამუ თამაშობს, გოგა სკამზეა…
NBA-ში რეგულარული სეზონი განახლდა. თითქმის ერთკვირიანი უქმობის შემდეგ ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ, მაგრამ ერთი ჩვენებური პარკეტზე არ გასულა. გოგა ბითაძის „ორლანდომ“ სტუმრად „საკრამენტოს“ 131:94 აჯობა. „ჯადოქრების“ მწვრთნელმა კი, მოედანზე ბითაძის გარდა ყველა კალათბურთელი შეუშვა. ეს კი არ არის დამაიმედებელი ამბავი, როდესაც „გარბიჯ თაიმშიც“ სათამაშო დრო არ ეძლევა. „ორლანდოს“ კი, 29 მოგების წილ, 25...
მამუს 17
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „ინდიანა პეისერსს“ 122:104 მოუგო. კანადური კლუბის გამარჯვებაში ჩვენებურმა სოლიდური წვლილი შეიტანა. მამუკელაშვილი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 21.39 წუთი გაატარა. სანდრომ 17 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი და ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ოთხიდან სამი ორქულიანი, ხუთიდან სამი სამქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს,...
მამუს მოგება, გოგას მოგება
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და ორივე ქართველის გუნდმა ითამაშა. მოიგო ორივემ… სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ჩიკაგო ბულსი“ 123:107 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელი საქმეში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 23.18 წუთი გაატარა. მამუმ 17 ქულა, 5 მოხსნა, სამი ჩაჭრა, თითოც პასი და დაფარება მიითვალა. სანდრომ სამიდან ერთი ორქულიანი, ექვსიდან ოთხი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. ეს...
ტორონტო მეექვსემდე დაქვეითდა
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზსთან“ 126:128 დამარცხდა. მამუკელაშვილი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მაინც ბევრი სათამაშო დრო მიიღო. მან 31.34 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ხუთი ორქულიანიდან სამი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან – ორი, ორივე საჯარიმო კი ზუსტად ისროლა. პასივში ერთი დაკარგვა...
სუპერ მამუ
გამთენიისას სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ პორტლენდს ესტუმრა 110:98 მოუგო. ეს მატჩი უფრო იმით იყო გამორჩეული, რომ ჩვენიანი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე გახდა. მამუმ ზედიზედ მეორე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 34.51 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოინაგრა. მამუმ ცხრიდან ექვსი ორქულიანი, ექვსიდან სამი სამქულიანი და ორიდან...









