NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ შინ „მინესოტა ტიმბერვულვზსთან“ 126:128 დამარცხდა.
მამუკელაშვილი ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მაგრამ მაინც ბევრი სათამაშო დრო მიიღო. მან 31.34 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. მამუმ ხუთი ორქულიანიდან სამი ჩააგდო, ხუთი სამქულიანიდან – ორი, ორივე საჯარიმო კი ზუსტად ისროლა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა, მისი მოედანზე ყოფნის დროს კი სრული თანაფარდობა იყო.
ახლა „ტორონტოს“ 30 მოგების წილ და 22 მარცხი გაუხდა და კონფერენციაში მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. მომდევნო მატჩს კანადელები 6 თებერვალს, „ჩიკაგოსთან“, შინ ითამაშებენ.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
