„ბარსელონას’’ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, რომელიც ხვალ კლუბის მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, 18 წლის დრო ფერნანდესის „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლა ვერ მოუნელებია. 63 წლის ბიზნესმენი გაბრაზებულია „ლა მასიაში’’ აღზრდილი ბიჭის აგენტზე, რომელიც ვეტერანი ფეხბურთელი ივან დე ლა პენია ყოფილა. „დროს წასვლა ზურგში დანის დარტყმის ტოლფასი იყო. მიმაჩნია, რომ ივანმა მიღალატა. ჟორჟე მენდეშთან საერთო ენა გამოვნახეთ...
ჭდე: ბარსელონა
იამალის გაყიდვა მეტისმეტი იქნებოდა
„პარი სენ ჟერმენი’’ და „ბარსელონა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს ასცდნენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა წამითაც არ წყდება. 15 მარტის არჩევნებით დაკავებული „ბარსას’’ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოგეხსენებათ ზედიზედ მეოთხედ აპირებს კატალონიური კლუბის თავკაცის სავარძლის შენარჩუნებას და გამალებული აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი მთავარი კონკურენტია ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი. კლუბის წინაშე თავისი...
ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა
ახლოვდება „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნები (15 მარტი) და პრესაში სულ უფრო მეტი იწერება კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. კენჭს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც იყრის, ლეგენდარული ჩავი კი მისი მოწინააღმდეგის ვიქტორ ფონტის ბანაკშია. ჩავიმ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისეთი ამბები გაიხსენა, რომლებმაც ამომრჩეველი ლაპორტას წინააღმდეგ უნდა განაწყოს. ჩავი 2021-24 წლებში „ბარსას’’ წვრთნიდა. ის იგონებს, რომ 2023-ში ლეო მესის...
ჩავიმ ნაკრებზე უარი თქვა, პრემიერლიგას კი ელოდება
სადაცაა ორი წელიწადი გავა მას მერე, რაც „ბარსელონაში’’ ჩავი ერნანდესი ჰანსი ფლიკმა შეცვალა. ამ ხნის განმავლობაში კატალონიელთა ყოფილ დიდ ვარსკვლავს არაერთმა გუნდმა შესთავაზა მწვრთნელობა, მაგრამ ის არ დათანხმდა. ბოლო შეთავაზება რამდენიმე დღის წინ იყო. ჩავიმ „ბლაუგრანას’’ თავკაცის რთულ პოსტზე სტრესით დატვირთული ორწელიწადნახევარი გაატარა, რის მერეც გადაწყვიტა ოჯახში განმარტოებულიყო და აქტიური საფეხბურთო ცხოვრებისგან დაესვენა. მაგრამ, ყველაფერს...
ბარსელონაში უკმაყოფილებაა
„ბარსელონაში’’ ხუთ დღეში სამმა ფეხბურთელმა მიიღო კუნთის ტრავმა. ჯერ ხუთშაბათს ვარჯიშზე ფრენკი დე იონგმა იტკინა ფეხი, ხოლო შემდეგ, „ატლეტიკოსთან’’ სამეფო თასის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში („ბარსამ’’ მოიგო 3:0, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა – 3:4) ჟიულ კუნდე და ალეხანდრო ბალდე გახდნენ შესაცვლელები. დღეს, როდესაც სეზონი კულმინაციას აღწევს, ასეთი ტრავმიანობა კატალონიელთათვის ძალიან უსიამოვნოა. ჰოლანდიელს მარჯვენა ბარძაყის პრობლემა...
რა მოხდება ბოლო ტურში?
ორიოდ სიტყვა ჟორჟ მიქაუტაძის გუნდის „ვილიარეალის’’ შესახებ, რომელმაც ესპანური ლა ლიგის ბოლო ტურში „ბარსელონასთან’’ სტუმრად 1:4 წააგო და 26 ტურის შემდეგ 51 ქულით „ატლეტიკოსთან’’ მესამე-მეოთხე ადგილს იყოფს. მარსელინო ტორალის ფეხბურთელები დარჩენილ ათ ტურში „ბეტისთან’’ რვაქულიან უპირატესობას სავარაუდოდ არ გაანიავებენ ანუ ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის საგაისო გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ მესამე ადგილისთვის საბრძოლველი აქვთ. „ვილიარეალსა’’ და „ატლეტიკოს’’...
იამალის პირველი ჰეთ თრიკი და მიქაუტაძის მაღალი შეფასება
AS: მიქაუტაძე პასს იშვიათად იღებდა. ის იზოლირებული იყო. ქართველი ბურთის ძიებაში უკან ჩარბოდა, მაგრამ შემოტრიალებას და მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. მას სივრცე აკლდა’’. „ვილიარეალმა’’ ბარსელონაში 1:4 წააგო. ამ შეხვედრაში ლამინ იამალმა კარიერის პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მან ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა, 37-ზე კი მეორე შეაგდო. შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე, სენეგალელმა პაპე გუიემ სხვაობა...
რატომ არ მიესალმა მესი ლაპორტას?
2021 წელს ლეო მესიმ „ბარსელონა’’ დატოვა და „პარი სენ ჟერმენში’’ გადავიდა. მაშინ წერდნენ, რომ არგენტინელი „ბარსას’’ პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას დამოკიდებულებით ძალიან უკმაყოფილო იყო. ლაპორტამ მას ჯერ კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა, შემდეგ კი უკან დაიხია. მიზეზი კლუბის ფინანსური პრობლემები იყო. ვის და რატომ გაახსენდა ეს ამბავი 2026 წელს? საქმე ის არის, რომ წლეულს „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნებია. ლაპორტა...
ესპანეთში ერთმანეთს დაერივნენ
ესპანეთის საკლუბო ფეხბურთში ერთხანს მშვიდობა სუფევდა. ისტორიულად დაპირისპირებული კლუბები თითქოსდა აღარ მტრობდნენ ერთმანეთს, რაც უპირველეს ყოვლისა სუპერლიგის პროექტით იყო განპირობებული, მაგრამ აი, ჩაიშალა ეს პროექტი და მათ კვლავ ხმლები იშიშვლეს. „რეალისა’’ და „ბარსელონას’’ გაუთავებელ ქიშპობაზე ბევრი დაწერილა, ახლა კი მადრიდის ორი კლუბის „რეალისა’’ და „ატლეტიკოს’’ კონფლიქტზეც დაიწყეს ლაპარაკი. საქმე ის არის, რომ ესპანეთის დედაქალაქის ორ...
ბარსა მორიგ წაგებას მსაჯს არ აბრალებს
„ბარსელონამ’’ ჟირონაში უპირატესობა გაუშვა ხელიდან და წააგო – 1:2. ესპანური პრესა თანხმდება, რომ უპირველეს ყოვლისა მდგომარეობა თავად „ბლაუგრანამ’’ გაირთულა, შემდეგ კი იყო მსაჯის რამდენიმე სადავო გადაწყვეტილება. ეს კატალონიელთა მთავარი გუნდისთვის გადაულახავი პრობლემა გამოდგა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ლამინ იამალმა პენალტი გაარტყა ძელს. პლუს „ბარსა’’ დაცვაში თამაშობდა ძალიან ცუდად. ამიტომაც თქვა მატჩის შემდეგ...









