ესპანეთის სამეფო თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ბარსელონა’’ „ატლეტიკოსთან’’ 0:4 განადგურდა. 1960 წლიდან მოყოლებული ეს გახლდათ „ბარსას’’ ყველაზე დიდი მარცხი „ატლეტიკოსთან’’. გარდა ამისა, კატალონიელების გერმანელი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის გუნდს ასეთი დიდი ანგარიშით არასდროს წაუგია. ფლიკთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ „ბარსას’’ ერთ ტაიმში ოთხი გოლი არასდროს გაუშვია გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სწორედ ფლიკის „ბაიერნმა’’ მოუგო 8:2. მატჩის...
ჭდე: ბარსელონა
იამალის დაბრუნება
ლამინ იამალი მწვერვალზე დაბრუნდა! ეს უკვე ნაღდია. ამას მადრიდულმა „მარკამაც’’ მიუძღვნა წერილი. „ბარსელონას’’ ვარსკვლავი სექტემბერ-ოქტომბერში ტრავმამ ამოაგდო კალაპოტიდან, მაგრამ გუშინ მის მიერ ლა ლიგის 23-ე ტურში „მალიორკასთვის’’ გატანილი გოლი ჩემპიონატის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ზედიზედ მეხუთე გამოდგა. „ბარსამ’’ „მალიორკას’’ 3:0 მოუგო. ხსენებულ სერიაში პირველი გუნდი, რომელსაც 18 წლის ბარსელონელმა გოლი გაუტანა იყო „ოვიედო’’....
ანა ლევანდოვსკა ბარსელონაში ბოლო სეზონს აანონსებს
რობერტ ლევანდოვსკის მომავალი უცნობია. ჯერ არ გადაწყვეტილა დარჩება 37 წლის პოლონელი „ბარსელონაში’’ თუ არა. თავდამსხმელის კარიერის მომდევნო ეტაპის შესახებ საყურადღებო განცხადება მისმა ცოლმა, კარატისტმა, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ექვსგზის მედალოსანმა ანა ლევანდოვსკამ პოლონურ „პლეადასთან’’ ინტერვიუში გააკეთა. „დავაკვირდებით, როგორ გავა ეს სეზონი „ბარსელონაში’’. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ის ჩემი მეუღლისთვის ამ გუნდში ბოლო იქნება. ჩვენ უკვე...
პარი სენ ჟერმენში ახლა უკვე დროა
ლუის ენრიკემ შეტევა გააძლიერა: ორშაბათს „პარი სენ ჟერმენმა’’ „ბარსელონასგან’’ ოფიციალურად შეიძინა 18 წლის პედრო „დრო’’ ფერნანდესი. შემტევმა ნახევარმცველმა პარიზელებთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. საფრანგეთის ჩემპიონმა ესპანეთის ჩემპიონს ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასზე ანუ 6 მილიონ ევროზე მეტი, 8 მილიონი ევრო გადაუხადა. „პარიზიენი’’ წერს, რომ დრო ფერნანდესის შეძენა სურდათ „ჩელსის’’, „მანჩესტერ სიტისა’’ და „დორტმუნდსაც’’. მამით გალისიელმა და დედით...
ფლიკი წაგებას მსაჯებს არ აბრალებს
„ბარსელონამ’’ ბოლო 12 შეხვედრაში პირველად წააგო. მას სან სებასტიანში „რეალ სოსიედადმა’’ აჯობა – 2:1. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ტურის შემდეგ ლა ლიგის ცხრილში კატალონიელთა უპირატესობა „რეალთან’’ ერთ ქულამდე შემცირდა. მატჩის შემდეგ „ბლაუგრანას’’ მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თქვა, რომ თავისი ფეხბურთელების გუნდური თამაშით უკმაყოფილო არ არის, თუმცა იყო დასანანი ინდივიდუალური შეცდომები. „გულდაწყვეტილი ვარ. ბევრი აშკარა საგოლე...
გულიაშვილის დებიუტი ბარსელონასთან
„თავს კარგად ვგრძნობ. მართალია ბოსნიაში დასვენებაა, მაგრამ მე ვარჯიში არ შემიწყვეტია, გუშინ კი საშუალება მომეცა უკვე ახალ თანაგუნდელებთან ერთად მევარჯიშა. მზად ვარ როგორც კი მწვრთნელს დავჭირდები საქმეში ჩავერთო. მინდა „რასინგის’’ პროექტის ნაწილი გავხდე. მომეცა საშუალება ხოსე ალბერტოსთან (მწვრთნელთან) მელაპარაკა. მან კარგად მიმიღო, მაგრამ ტაქტიკურ საკითხებზე დეტალურად ჯერ კიდევ დავილაპარაკებთ’’, ― თქვა გიორგი გულიაშვილმა ესპანეთის სეგუნდა...
ფლიკი რომ არ მოსულიყო…
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რაფინიამ 2026 წლის ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის „რეალთან“ 3:2 გამარჯვებაზე ისაუბრა. „ჩემი საუკეთესო მომენტი ამ სეზონში? არასდროს ვიტყოდი ასე, რადგან მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრს ითხოვს საკუთარი თავისგან! რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი გავიღო გუნდისთვის, დავეხმარო როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს… კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აზროვნება...
ჰანსი ფლიკის მერვე გამარჯვება მერვე ფინალში
„ბარსელონამ’’ ესპანეთის სუპერთასი მოიგო. „ელ კლასიკოს’’ ბედი, რომელშიც ხუთი გოლი გავიდა, 73-ე წუთზე რაფინიამ გადაწყვიტა. მან კატალონიელთა სამი გოლიდან ორი შეაგდო – პირველი და მესამე. საოცარი გამოდგა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედას „მეფე აბდულას სპორტულ ცენტრში’’ გამართული შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურული, მსაჯის წამატებული წუთები, როდესაც სამი გოლი გავიდა. მანამდე „ბარსა’’ რაფინიას პირველი გოლით (36-ე წუთი) 1:0-ს...
ჟორჟის 25 წუთი ბარსელონას წინააღმდეგ
ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალმა’’ ლა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩის მოგება ვერ შეძლო, შინ „ლა სერამიკაზე’’ „ბარსელონასთან’’ დამარცხდა 0:2. მასპინძლებს არ გაუმართლათ, პირველივე ტაიმში ათი კაცით დარჩნენ მოედანზე. ლამინ იამალის წინააღმდეგ უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით დასაჯეს პორტუგალიელი რენატო ვეიგა. სტუმართაგან გოლები გაიტანეს რაფინიამ (12) პენალტით და იამალმა (63). მიქაუტაძე მოედანზე აიოზე პერესის ნაცვლად 65-ე წუთზე ანუ მეორე...
ახალი სერია: პერესი vs ლაპორტა
ვითომ „რეალსა’’ და „ბარსელონას’’ შორის ურთიერთობა უმჯობესდება? სრულებითაც არა. მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ამ კვირაში კიდევ ერთხელ გაიშვირა თითი კატალონიური კლუბისკენ და საზოგადოებას ხოსე ნეგრეირას საქმე შეახსენა. მისმა ბარსელონელმა კოლეგამ ჟოან ლაპორტამ ეს აგრესიად მიიჩნია და სიტყვას სიტყვით უპასუხა. არადა, სუპერლიგის შექმნის საქმეში პერესი და ლაპორტა თანამოაზრეები არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ევროპაში...









